Image

მინდა დიდი საიდუმლო გავამხილო - სიკვდილის წინ ამერიკელმა მეცნიერმა უცხოპლანეტელის ფოტო გაასაჯაროა

image
loading...

მინდა დიდი საიდუმლო გავამხილო - სიკვდილის წინ ამერიკელმა მეცნიერმა უცხოპლანეტელის ფოტო გაასაჯაროა


სიკვდილის წინ ჩაწერილ სენსაციურ ვიდეოში იგი აცხადებს, რომ ნევადის შტატში, საიდუმლო „ზონა 51“-ში მუშაობისას მან ნახა უცხოპლანეტელები და მფრინავი თეფში.

აშშ აეროკოსმოსური კორპორაციის Lockheed Martin-ის თანამშრომელმა ბოიდ ბუშმენმა სიკვდილის წინ, 2014 წლის 7 აგვისტოს, სენსაციური ვიდეო ჩაწერა, სადაც იგი აცხადებს, რომ უცხოპლანეტელებს შეხვდა.

სიკვდილის წინ ჩაწერილ სენსაციურ ვიდეოში იგი აცხადებს, რომ ნევადის შტატში, საიდუმლო „ზონა 51“-ში მუშაობისას მან ნახა უცხოპლანეტელები და მფრინავი თეფში, რომელზეც გამოკვლევები თავდაცვის უწყება გამოკვლევებს ატარებს.

თავად ბუშმენი რამოდენიმე პროექტის თანაავტორი იყო, რომელიც Lockheed Martin-მა დააპატენტა. ნისი ბიოგრაფიის გარკვეული ნაწილი საიდუმლოებითაა მოცული.


„მინდა დიდი საიდუმლო გავამხილო,“ - აცხადებს ბუშმენი ვიდეოში.

ის ამბობს, 1947 წელს მომხდარ როზუელის ინციდენტში, რომლის დროსაც სამხედრო მეტეოზონდმა კატასტროფა განიცადა, უცხოპლანეტელებია დამნაშავე. იგი დაწვრილებით აღწერს უცხოპლანეტელებს და ამოუცნობ მფრინავ ობიექტს, რომლის საფუძველზეც ამერიკელი სამხედროები ანტიგრავიტაციული ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობენ.


„უცხოპლანეტელთა სიმაღლე 1,3-1,5 მეტრია, მათ აქვთ 3 ხერხემალი, ნეკნების რაოდენობა ადამიანთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. თითები ადამიანისას გავს, მაგრამ გაცილებით გრძელია,“ აცხადებს ბუშმენი. ამასთან იგი ამბობს, რომ მათი თვალები და ცხვირი ჩვენგან განსხვავდება. მათ შეუძლიათ ტელეპატიური საუბარი, ფიქრების ამოცნობა.

„არსებობს უცხოპლანეტელების ორი ტიპი - ერთი მიწის მუშებს ჰგავს, მეორე მესაქონლე კოვბოებს, მათი საშუალო ასაკი დაახლოებით 220-230 წელია. „მიწის მუშები“ უფრო კეთილგანწყობილნი არიან ჩვენს მიმართ,“ - აცხადებს მეცნიერი.

ის ასევე ასახელებს პლანეტა კინტუმნიას, სადაც უცხოპლანეტელები ცხოვრობენ, რომელიც 68 სინათლის წლის მანძილითაა ჩვენგან დაშორებული. თუმცა, მფრინავ თეფშებს ეს მანძილი 45 წუთში შეუძლია დაფაროს.

აღსანიშნავია, რომ ეს Lockheed Martin-ის უკვე მეორე თანამშრომელია, რომელიც ამგვარ ინფორმაციას ასაჯაროებს. რამოდენიმე წლით ადრე, მსგავსი ინფორმაცია ბენ რიჩმას გააჟღერა.


წყარო dle
loading...
8-05-2016, 15:03
კომენტარები