Image

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)

image
loading...

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)

ერთხელ კანადის პატარა ქალაქ კალანდერის ადგილობრივი გაზეთის რედაქციაში უცნობმა მამაკაცმა დარეკა. მან გაუბედავად იკითხა:-"უკაცრავად, რა ეღირება თქვენს გაზეთში განცხადების გამოქვეყნება ხუთი ტყუპის დაბადების შესახებ?". რედაქტორმა უცებ ვერ გაიგო, რაზე იყო საუბარი, მან რამოდენიმე კითხვა დაუსვა მამაკაცს და გაშეშდა ტელეფონის ყურმილთან. -"სიმართლეს ამბობთ? მართლა ხუთი ტყუპი დაიბადა?"-გაოცებული უკვე მერამდენედ ეკითხებოდა ის უცნობს. მან დაუდასტურა, რომ სიმართლეს ამბობდა. მაშინ სენსაციური სიახლით გახარებული რედაქტორი სკამიდან წამოხტა და ყურმილში ჩასძახა:-" თუკი ეს სიმართლეა, განცხადება გროშიც არ დაგიჯდებათ, მხოლოდ თქვენი გვარი მითხარით"... -"ოლივერ დიონი", -უპასუხა უცნობმა.

ასე დაიწყო ხუთი ტყუპი დის გასაოცარი ისტორია. ისინი დაიბადნენ ღარიბი ფერმერის სახლში, სადაც არ იყო ელექტრობა, არ იყო წყალი და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. დახუთულ პატარა სახლში უკვე ცხოვრობდა 5 სული, მათ ერთბაშად კიდევ ხუთი პატარა დაემატათ. დები ისეთი პატარები იყვენ, რომ თითოეული მათგანი 600 გრამს იწონიდა და თავისუფლად ეტეოდა ხელისგულზე. დედას რძე არ ჰქონდა, ამიტომ ბავშვებს წყლის, სიმინდის სიროფისა, ძროხის რძისა და რამოდენიმე წვეთი რომის ნარევს აძლევდნენ. ბებიაქალი დარწმუნებული იყო, რომ პატარები რამოდენიმე საათსაც ვერ იცოცხლებდნენ, ამიტომ სასწრაფოდ მოანათვლინა ისინი. გოგონებს სახელებიც ხელდახელ შეურჩიეს: ემილი, მარი, ანეტ, სესილი, ივონი.

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)


როცა ტყუპებს 5 თვე შეუსრულდათ, მამამ გადაწყვიტა ისინი ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენაზე წარედგინა. სწორედ ამ დროს დაინტერესდა დები დიონებით კანადის ხელისუფლება: დებისათვის ააგეს სპეციალური პავილიონი, რომელშიც პატარები ზოოპარკის ცხოველებივით დაამწყვდიეს. პავილიონი უზარმაზარი იყო და დიდი ფანჯრები ჰქონდა, რომ მნახველებს კარგად დაენახათ ისინი. გოგონებმა ვოლიერში დაიწყეს ცხოვრება.

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)


1935-1943 წლებში პავილიონის მოსანახულებლად 3 მილიონზე მეტი ადამიანი მოვიდა კანადიდან, აშშ-დან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. შესვლა ფასიანი იყო. მნახველების მიერ გადახდილი ფულით ქალაქი მდიდრებოდა, მაგრამ ბავშვების მშობლები ყველამ მიივიწყა.

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)

ბავშვები ნამდვილ ოქროს წყაროდ იქცნენ: რძის, ბავშვების საფენების, ტანსაცმლის, ბავშვის პუდრის, სათამაშოების მწარმოებელი ფირმები უზარმაზარ თანხას იხდიდნენ საკუთარ რეკლამებში დების სურათების გამოყენებისათვის. ჰოლივუდში დების შესახებ 3 ფილმიც კი გადაიღეს.

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)

და მხოლოდ რამოდენიმე ექიმი და ფსიქოლოგი გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ გალიაში ჩაკეტილი, გარიყული ცხოვრების გამო ბავშვები გაიზრდებოდნენ არაკომუნიკაბელურები და უბედურები.

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)

როცა გოგონებს 9 წელი შეუსრულდათ, ქალაქ კალენდერის ხელისუფლებამ მოიფიქრა ოჯახისათვის აეშენებინათ დიდი სახლი, რათა დიონების მთელ ოჯახს იქ ეცხოვრა.

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)

ამ იდეამ კრახი განიცადა: ბავშვები საერთოდ ვერ შეეწყვნენ ოჯახის სხვა წევრებს და მამაც სასტიკად ეპყრობოდა მათ: ის უკმაყოფილო იყო, რომ გოგონების საშუალებით ქალაქის ხელისუფლება უამრავ ფულს შოულობდა, მაშინ, როცა მას მხოლოდ გროშებს უხდიდნენ.

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)

როცა გოგონებს 16 წელი შეუსრულდათ, ისინი ინტერნატში ჩააბარეს. დები იყვნენ მორიდებულები, მფრთხალები, უჭირდათ სხვა ბავშვებთან კონტაქტი.

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)

მალე ემილი მონასტერში წავიდა, მაგრამ იქ მან დიდი ხანი ვერ დაჰყო: მას ეპილეფსიური შეტევები დაეწყო და რამოდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. დანარჩენი დებისათვის ეს საშინელი დარტყმა იყო. ემილის გარდაცვალებისთანავე მათ დაიწყეს წიგნის წერა სახელწოდებით " ჩვენ ხუთნი ვიყავით", რომელშიც ქალაქის ხელისუფლებას ბრალს სდებდნენ მათ უბედურებაში.

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)

ნელ-ნელა ხდებოდა ფსიქოლოგების წინასწარმეტყველება: დები ვერ ახერხებდნენ ნორმალურად
ცხოვრებას: არცერთ მათგანს არ ჰქონდა პროფესია, არ შეეძლოთ კონტაქტი უცხო ადამიანებთან, ერთად გაზრდილებს მხოლოდ ერთმანეთთან მეგობრობა და ურთიერთობა სურდათ. 30 წლის ასაკში დებს მარი გამოაკლდათ: წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ის მარტო ცხოვრობდა მონრეალში, სადაც მალე გარდაიცვალა კიდეც. ანეტი და სესილიც გათხოვდნენ, მაგრამ ბედნიერი არცერთი მათგანი არ ყოფილა. ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულებს არ შეეძლოთ უერთმანეთოდ ცხოვრება და საათობით საუბრობდნენ ტელეფონზე, იხსენებდნენ რა იმ ბედნიერ დროს, როცა ხუთივენი ცოცხლები იყვნენ.

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)

სესილის ტყუპები გაუჩნდა, მაგრამ ერთი მათგანი მალე გარდაიცვალა. ანეტს 4 შვილი ჰყავდა. ივონას უნდოდა მონაზონი გამხდარიყო, მაგრამ მონასტრის წესებს ვერ შეეგუა და სავსებით მარტო ცხოვრობდა... აი ასე წარიმართა დების ცხოვრების გზა.

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)

დები დიონები ისტორიას შემორჩნენ, როგორც ყველაზე ცნობილი და ამასთანავე ყველაზე უბედური ტყუპები.

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში - ხუთი დის სევდიანი ისტორია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ (15 ფოტო)


dle
loading...
13-11-2016, 00:04
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები