Image

თვითმკვლელობა ქობულეთში “5 შვილის მამამ, დამწვარ სახლში სადაც 3 წლის წინ 2 ბავშვი დაიწვა თავი ჩამოიხრჩო”

image
loading...

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი 52 წლის ზაზა ართმელიძე გარდაცვლილი იპოვეს. სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ბრალდებით პასუხისგებაშიც იყო მიცემული. “ახალი ამბების” ინფორმაციით, ის გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული და 2 ათასი $ ბანკის ვალი ჰქონდა.

გირაოს სანაცვლოს დამწვარი სასტუმრო ბანკს გადასცეს. მეზობლები თვითმკვლელობის მოტივად ვალს ასახელებენ.

“3 წელიწადია ეს ოჯახი არის საშინელების, ტერორის ქვეშ. ეს ოჯახი არის დამწვარი. დამწვარი ოჯახი გუშინ სასმართლოში იყო და სახლი წაურთმევია ბანკს. ახალგაზრდა კაცმა, 5 შვილის მამამ ამ დამწვარ სახლში თავი ჩამოიხრჩო” – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.



dle
loading...
30-05-2017, 23:31
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები