Image

პოლიცია გაფრთხილებთ – "ნუ აქვეყნებთ თქვენი შვილების ფოტოსურათებს ფეისბუქზე, თორემ შეიძლება მსგავსი რამ დაგემართოთ..."

image
loading...

ჩვენს დროში ბევრს სურს, მუდმივად გამოაქვეყნოს თავისი შვილის ფოტოები სოციალურ ქსელში და აღნიშნოს, როგორი საყვარელი, ჭკვიანი და საამაყო ბავშვი ჰყავს. თუმცა, ცოტა თუ ფიქრობს, რომ ახლა ბავშვებისთვის ყველაზე საშიში ადამიანები სწორედ ინტერნეტში "მუშაობენ". ეს წესები მსოფლიო მასშტაბით შეიმუშავეს იმ ადამიანებმა, ვინც ხშირად შეჩეხვია სოციალურ ქსელთან დაკავშირებულ შემთხვევებს - ბავშვების გატაცებას ან გარყვნას, რომელიც სწორედ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით დაიწყო...
ეს წესები ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:


არ მიუთითოთ ლოკაცია სურათებზე; არ გამოაქვეყნოთ ცნობები იმაზე, თუ სად იმყოფება თქვენი შვილი ამჟამად. იქნება ეს სკოლა, სპორტდარბაზი თუ რაიმე წრე. ვიღაც-ვიღაცებმა შეიძლება ეს ინფორმაცია ბოროტად გამოიყენონ და გაიგონ, როდის და სად იმყოფება ბავშვი.

წაშალეთ სურათები, სადაც ჩანს ბავშვის ოფიციალური მონაცემები.
თითქოს აბსურდული რამაა. თუმცა, არიან ადამიანები, ვისაც უყვარს ინტერნეტში თავის მოწონება ახალთახალი ვიზებით, პასპორტებითა და სხვა დოკუმენტებით. დოკუმენტებში არსებული პირადი მონაცემებით მარტივი გასაგებია, სად სწავლობს და ცხოვრობს ბავშვი.

არ გამოაქვეყნოთ ფოტო, რომელიც ამხელს ბავშვის გატაცებებს
იმის შეტყობით, თუ რა მოსწონს ბავშვს და რითია გატაცებული, შეიძლება ის ნებისმიერ ადგილას შეიტყუონ.


არ გამოაქვეყნოთ ფოტოები, სადაც შვილები ნახევრად შიშვლები არიან.
შეიძლება თქვენ და თქვენს ახლობლებს ასეთი ფოტოები სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოგმა ავადმყოფმა სხვა თვალით შეხედოს.


არ გამოაქვეყნოთ ისეთი ფოტოები, რომლებიც მომავალში თქვენს ბავშვს გააწითლებს.
ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს ბავშვობის ფოტო, რომლის ყურებისას ფიქრობთ, რაზე ფიქრობდნენ მშობლები, როცა ასეთ სურათს გიღებდნენ. ჩვენს ბავშვობაში კი ინტერნეტი არ იყო და ასეთ ფოტოებს მხოლოდ ახლობლები თუ ნახავდნენ. აი, ჩვენი შვილები კი ამისგან დაცულები არ არიან: ნებისმიერი სურათი შეიძლება გახდეს განხილვის საგანი, კომპრომატი ან ფოტო, რომელსაც გაგახსენებენ მთელი ცხოვრება.

თავი აარიდეთ თქვენი შვილის და სხვა ბავშვების ერთობლივი სურათის გამოქვეყნებას.
სანამ გამოაქვეყნებთ ასეთ ფოტოს, დარწმუნდით, წინააღმდეგი ხომ არ არიან სხვა ბავშვების მშობლები. თქვენ არ გაქვთ მათზე პასუხისმგებლობა აღებული და მათი სურათის ინტერნეტში გამოქვეყენება სულაც არ არის თქვენი პრეროგატივა.

გახსოვდეთ, როცა აქვეყნებთ თქვენი ბავშვის ფოტოს სოციალურ ქსელში, თუნდაც მხოლოდ მეგობრებს უზიარებდეთ, უნდა გაიაზროთ, რომ ამ წუთიდან ეს სურათი აღარ არის თქვენი, ის უკვე საზოგადოებას ეკუთვნის, რითაც ნებისმიერმა შეიძლება ისარგებლოს. იყავით ფრთხილად და იფიქრეთ შვილების უსაფრთხოებაზე. სამყარო ჩვენ გარშემო სულ უფრო და უფრო აგრესიული და არაპროგნოზირებადი ხდება.

dle
loading...
2-11-2017, 09:44
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები