Image

როგორ მოვუაროთ ბარაქის "ფულის" ხეს?

image
Загрузка...

ბევრმა, ვისაც ეს მცენარე სახლში აქვს, არ იცის მისი ისტორია და შესაძლოა არც ის, თუ როგორი მოვლა სჭირდება მას.

ფულის ხე

ამბობენ, რომ ფენ-შუის ანუ, როგორც მას ეძახიან, ფულის ხეს დიდი ფინანსური წარმატება მოაქვს იმ ოჯახისთვის, რომელშიც ის ხარობს. ამიტომ უამარავ ოჯახში მას თავს ევლებიან და ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ გაიხაროს. თუმცა მისი მოვლა არც ისე ადვილია. ვნახოთ, მართლა შეუძლია თუ არა მას ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და როგორ უნდა მოვუაროთ მას.

როგორ მოვუაროთ ბარაქის "ფულის" ხეს?


ფენ-შუის საიდუმლოებანი

არაერთმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ფულის ხე ამართლებს სახელს და სადაც ის ხარობს, ოჯახიც ფინანსურად გამართულია. იმისთვის, რომ თქვენც გაგიმართლოთ, აუცილებელია ეს მცენარე მოიპაროთ, თუნდაც მისი ერთი ფოთოლი. სწორედ მოპარულ და არა ნაყიდ ან ნაჩუქარ ფენ-შუის მოაქვს სიუხვე. ფენ-შუის გამრავლება ფოთლითაც შესაძლებელია: მოათავსეთ მიწაში და ის დაფესვიანდება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილი- უმჯობესია თუ მცენარეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფანჯარაზე მოათავსებთ. აღმოსავლეთი ფენ-შუის ზონას წარმოადგენს.

ფენ-შუის ძალიან უყვარს ყურადღება და მოფერება. კარგია, თუ მას წითელ ბაფთას შეაბამთ, ეს მას ახალისებს და ალამაზებს. იმისთვის, რომ მცენარემ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს გავლენა ფინანსებზე, ქოთანში დამარხეთ ხურდა ფული. ახალი წლის ღამისთვის მცენარე მორთეთ მონეტებით, თუნდაც შოკოლადის ფულებით.

აბა, წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნება ყვითელი და წითელი ბაფთებით და მონეტებით მორთული ფულის ხე! ხე შეგიძლიათ ვერცხლის ნივთებითაც მორთოთ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს მას ძალიან უყვარს. ფენ-შუი დადებითი ენერგეტიკის მატარებელია.

როგორ მოვუაროთ მას?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფენ-შუის გამრავლება ფოთლითაც შეიძლება, ის მიწაში ჩადეთ, დააფარეთ ჭიქა ან მინის ნებისმიერი ჭურჭელი, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ დროდადრო მისი განიავება. მცენარის სამშობლოა აფრიკის სავანა, სწორედ ამიტომ მას სითბო უყვარს, ზაფხულში ფულის ხე ყველაზე უკეთ გრძნობს თავს. შეეცადეთ სითბოში ამყოფოთ. ხშირად არ გადარგოთ, მიწაში შეურიეთ თიხა და სილა. არ დაასხათ ძალიან ბევრი წყალი.

ჯანმრთელი ფენ-შუის ფოთლები უნდა იყოს სქელი და მრგვალი, თუ ასე არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე თავს კარგად ვერ გრძნობს და სასწრაფოდ უნდა მიხედოთ.

ფენ-შუი დიდხანს ცოცხლობს.
მიენდეთ ფულის ხეს, მოუარეთ მას, მორთეთ და თუ მან გაიხარა და მით უმეტეს, აყვავდა (ის ძალიან იშვიათად ყვავის), თქვენი ფინანსური მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება.

ეს საინტერესოა!

ნიუ-ჯერსიში 10 თვის მანძილზე მიმდინარეობდა გამოკითხვა. დამკვირვებლები იკვლევდნენ, თუ რა კავშირშია ადამიანის ემოციასთან ყვავილები. დადგინდა, რომ მათ შეუძლიათ ადამიანის ხასიათზე მოყვანა, აგრეთვე ნერვული სტრესის მოხსნა. ყვავილების უმეტესობა დადებითი ენერგეტიკის მატარებელია და ეს ადამიანსაც გადაეცემა



წყარო - Etanews.Ge


როგორ მოვუაროთ და გავახაროთ ბარაქის ხე

ყვავილობა

ბარაქის ხე ყვავილობას 5 წლის ასაკიდან იწყებს. მისი თავაკი ყვავილედი შედგება თეთრი, მომწვანო-თეთრი ან მომწვანო-კრემისფერი წვრილი, ვარსკვლავისებრი ყვავილებისაგან. ყოველწლიური ყვავილობა საკმაოდ იშვიათია.

ადგილი და განათება

ბარაქის ხე კარგად ხარობს ოთახში, ნათელ ადგილას. შუადღის მზის სხივებზე მისი ფოთლები შეფერილობას იცვლის და ოდნავ წითლდება. ამან არ უნდა შეგაშინოთ - უბრალოდ, თუ ეს ფერი არ მოგწონთ და გინდათ, თქვენი მცენარე მწვანედ პრიალებდეს, მაშინ მზის სხივები თხელი ფარდით გაუფანტეთ, ნათელი ადგილიდან კი არავითარ შემთხვევაში არ გადაიტანოთ.

მორწყვა და ტენიანობა

ბარაქის ხე ხშირად არ უნდა მორწყათ, რადგან მისთვის ჭარბი წყალი დამღუპველია. საქმე ის არის, რომ ხშირი და უხვი მორწყვისას მცენარე იმაზე მეტ წყალს ითვისებს, ვიდრე სჭირდება და სწრაფად იწყებს ზრდას. ამ დროს, მას ტოტები და ფოთლები ზედმეტად ებერება, თავისივე სიმძიმის ქვეშ იგრიხება და შიდა უჯრედები უსკდება, რაც საბოლოოდ მცენარის დაღუპვას იწვევს. ამიტომ, ცხელი ზაფხულის პირობებშიც კი, ბარაქის ხეს მიწის კარგად გამოშრობა აცადეთ და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მორწყეთ. გახსოვდეთ, რომ სიმშრალე ამ მცენარეს ბევრს ვერაფერს დააკლებს, ხშირი მორწყვა კი დაღუპავს.

მოვლა

ზაფხულში შეგიძლიათ, ბარაქის ხე გარეთ, ღია ცის ქვეშ გაიტანოთ, ოღონდ ერთი პირობით - მცენარე აუცილებლად მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
ზამთარში ბარაქის ხე უნდა დააასვენოთ, ამისთვის იგი გრილ ადგილას, დაახლოებით 10-15 C0 ტემპერატურაზე მოათავსეთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ 5 C0-ზე მცენარე იყინება, ამიტომ ოთახის ტემპერატურა მუდმივად აკონტროლეთ.
იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს ფოთლები დაემტვერა, შეგიძლიათ, გრილი შხაპი მოუწყოთ: ფესვის ყელთან ქოთანი პოლიეთილენის პარკით დაფარეთ და წყლის სუსტი ჭავლი ისე მიუშვით ფოთლებზე. სველი მცენარე მზეზე არ დატოვოთ, რადგან ფოთლები დაეწვება. ამიტომ დასველებისთანავე ჩრდილში შეიტანეთ და როცა გაშრება, ისევ თავის ადგილზე დააბრუნეთ.

გადარგვა

მოზრდილი ბარაქის ხე საკმაოდ მძიმეა და თუ მას მსუბუქ ქოთანში ჩარგავთ, შეიძლება ქარმა ადვილად წააქციოს. ამიტომ, მცენარისთვის უკეთესი იქნება, თუ დაბალ, განიერ და შედარებით მძიმე ქოთანში გამოზრდით.
ბარაქის ხეს დიდი ზომის ქოთანში გადარგვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როდესაც ფესვები ჯერ ქოთანს გაავსებს და შემდეგ მიწის ზედაპირზე ამოვა.

გამოხშირვა

იმისთვის, რომ ბარაქის ხე ლამაზი, პატარა ხის ფორმით გაიზარდოს, დროდადრო მისი გამოხშირვაა საჭირო. ამისთვის, საჭიროა, მცენარეს მხოლოდ ზედმეტად წამოზრდილი ტოტები დაუმოკლოთ, ვარჯის შიგნით გაზრდილი ტოტები კი ძირშივე გამოაჭრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეს შიდა ტოტები ზედმეტად გაუხშირდება და არათანაბრად განუვითარდება. საბოლოოდ ეს მცენარის აერაციის გაუარესებას და მის დაავადებას გამოიწვევს.

ნიადაგი და კვება

ნიადაგის მიმართ, ბარაქის ხე უპრეტენზიოა - კარგად იზრდება როგორც ნოყიერ, ისე ღარიბ ნიადაგში. თუმცა, მძიმე და თიხნარ მიწას, ფხვიერი და მსუბუქი ნიადაგი ურჩევნია, რომელშიც წყალი დიდხანს არ ჩადგება. ამიტომ, სანამ მცენარეს ჩარგავდეთ, ჩასარგავ მიწას ქვიშა ან დაფხვნილი აგური დაუმატეთ.

გაზაფხულიდან მცენარის კვებაზე ზრუნვაც შეიძლება - თვეში ერთხელ ის სასუქი მიეცით, რომელიც კაკტუსებისთვისაა გათვალისწინებული. გახსოვდეთ - უნივერსალური სასუქის ნახევარი დოზა წყალში უნდა გავხსნათ და ისე დავასხათ წინასწარ მორწყულ მიწაზე.

გამრავლება

ბარაქის ხე თესლით, ღეროსა და ფოთლის კალმებით მრავლდება. ოთახის პირობებში გასამრავლებლად ყველაზე მოსახერხებელი ღეროს კალმით გამრავლებაა. ამისთვის, მოაჭერით მცენარეს ტოტის ზედა ნაწილი და 1-2 დღე მშრალ ადგილას მოათავსეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ, ეს ტოტი პირდაპირ მიწაში ჩარგოთ და დროდადრო მორწყათ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიწა კარგად გამოუშრება. ასეთი წესით ტოტის დაფესვიანებას რამდენიმე კვირა სჭირდება. ბარაქის ხე ფოთლის კალმითაც ადვილად ფესვიანდება - მოაცალეთ ფოთოლი მცენარეს და ისიც 1-2 დღე მშრალ, მზიან ადგილას მოათავსეთ, შემდეგ ეს ფოთოლი ზემოდან დადეთ ნესტიან მიწაზე (შეგიძლიათ, დედა მცენარესაც დაუდოთ ქოთანში), მორწყეთ მხოლოდ იმ დროს, როცა მიწა კარგად გამოშრება. რამდენიმე კვირაში ფოთლის ყუნწთან პატარა ფესვებს შეამჩნევთ, მალე იმავე ადგილას ახალი ფოთლის კვირტები გამოჩნდება და ნელ-ნელა თქვენ თვალწინ ახალი ხე განვითარდება.



წყარო - Funtime.Ge dle
loading...
6-10-2015, 23:40
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები