Image

მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობა მძიმეა!

image
loading...

მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობა მძიმეა!


ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამის შესახებ “პრაიმტაიმნიუსს” ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა.

ხოლო საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე კი, როგორც “პრაიმტაიმნიუსს” ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა განუცხადა, გუშინ ღამით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის გამო გარდაიცვალა.

“კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე, გუშინ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის გამო გარდაიცვალა. ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობა კი, არის სტაბილურად მძიმე”,- განგვიცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაშავდა.

წყარო: news.lider.ge
dle
loading...
2-08-2016, 20:19
კომენტარები