Image

სახის კანის ღამის მოვლა: 8 საიდუმლო იმისთვის, რომ დილიდანვე ლამაზად გამოიყურებოდეთ

image
Загрузка...

გულახდილად რომ ვთქვათ, უამრავი ქალი მიიჩნევს, რომ ღამით სახის კანის მოვლა სავალდებულო არ არის. ეს შეიძლება ბანალურ დაღლილობას მივაწეროთ, როდესაც ერთი სული გაქვს, საყვარელ ლოგინში ჩაწვე და ტკბილად დაიძინო.

მაგრამ ჩვენ გირჩევთ, მიაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს სწორად. პროცესი მხოლოდ 5 წუთს წაგართმევთ, დილით კი თქვენი კანის ყველას შეშურდება!

1. არასოდეს დაწვეთ დასაძინებლად მაკიაჟის მოუცილებლად.

2. მაკიაჟის მოსაცილებლად შეგიძლიათ ჩვეულებრივი ვაზელინი გამოიყენოთ. განსაკუთრებით მოუხდებათ მათ, ვისაც მშრალი კანი აქვს.

3. ნუ შეცვლით დღის კრემებს ღამის კრემით და პირიქით.

4. იგივე ვაზელინი შეგიძლიათ წაისვათ თვალების ირგვლივ, ლოყებსა და ტუჩებზე. ამასთან, მსუბუქად დაიზილეთ სახე.

5. გახსოვდეთ: ბევრი კრემი არაფერს კარგს არ მოგიტანთ. წაისვით ცოტა რაოდენობით, ნარჩენები კი საშრობით მოიცილეთ.

6. თუ ცხიმიანი ან პრობლემური სახის განი გაქვთ, ძილის წინ გამოიყენეთ სალიცილის მჟავა (1% ან 2%). დასაწყისისთვის მოიცილეთ კოსმეტიკა, დაიბანეთ სახე თბილი წყლით და გაიწმინდეთ ლოსიონით, რომელიც სალიცილის მჟავას შეიცავს. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით, რათა მოიცილოთ მჟავის ნარჩენები.
სალიცილის მჟავასთან სიფრთხილე გმართებთ: არ წაისვათ ადგილებზე, სადაც გაქვთ ხალი ან ლაქები.

7. თუ ახალგაზრდა, მაგრამ ცხიმიანი კანი გაქვთ, შეგიძლიათ ღამის კრემი არ იხმაროთ.

8. ასაკოვან ქალებს კი მართებთ სახის კანის მეტად აქტიური მოვლა. 40 წელს გადაცილებულებისთვის რეკომენდებულია ღამის კრემს დაუმატონ შრატიც, უმჯობესია 2-ვე ერთი და იმავე კოსმეტიკური ხაზის იყოს.

dle
loading...
2-05-2017, 14:38
კომენტარები
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები