Image

15 დღეში 13 კგ – ეს რეალურია! უნიკალური დიეტა, რომლის ეფექტურობაც მსოფლიოს ათასობით ქალმა გამოსცადა

image
loading...

15 დღეში 13 კგ – ეს რეალურია! უნიკალური დიეტა, რომლის ეფექტურობაც მსოფლიოს ათასობით ქალმა გამოსცადა

ეს რთული სულაც არ არის, მთავარია – მონდომება და ზოგიერთ ჩვევაზე უარის თქმა. საერთოდ, როცა ადამიანი ფიქრობს იქამდე, სანამ რაიმეს შეჭამდეს, ის ცხოვრების სულ სხვა ეტაპზე გადადის: ჩვენ ხომ ცხოველები არ ვართ, რომ დავნაყრდეთ იმით, რაც ხელში მოგვხვდება.
რაც უფრო ჯანმრთელია საკვები, მით ჯანმრთელია სხეული და ფსიქიკა!
ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებულია, რომ თუნდაც წონაში ოდნავ დაკლებული ადამიანი საკუთარ თავში ბევრად დარწმუნებულია, ვიდრე ის, ვინც დანანებით უცქერს თავის ანარეკლს სარკეში და უბრალოდ, ოცნებობს გახდომაზე, ამისათვის კი არაფერს აკეთებს.

დიეტა, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ძალიან ეფექტურია. მის საფუძველშია ნახშირწყლებზე მთლიანად უარის თქმა, მაგრამ ამასთან – დაბალანსებულია. კვების ეს რეჟიმი სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს საჭმლის მონელების პრობლემა და არ არიან კმაყოფილი საკუთარი კანით.

სულ რაღაც 2 კვირაში იკლებთ წონაში, ხდებით ბევრად ჯანმრთელები და თავს მეტად ენერგიულად გრძნობთ!..
საოცარია, მაგრამ ამისათვის ყოველდღე ძალიან გემრიელი პროდუქტები უნდა მიირთვათ...

ორშაბათი
საუზმე: 1 ფორთოხალი (შეგიძლიათ – გრეიპფრუტი, ატამი, ანანასი და მსგავსი ხილი, ოღონდ – ბანანი არა), 2 ცალი ორცხობილა, ყავა ან ჩაი უშაქროდ.

სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 1 პომიდორი, 500 გრ ბოსტნეულის სალათა (შეგიძლია მიირთვათ მხოლოდ კიტრიც), 2 ცალი ორცხობილა.

როგოც ხედავთ, დიეტაში საკმაოდ ნოყიერი ვახშამია – ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშიერი არ მოგიწევთ დაძინება. მნიშვნელოვანია, სვათ ბევრი სითხე, უმჯობესია გამორიცხოთ რაციონიდან მარილი.

სამშაბათი
საუზმე: ორშაბათის მსგავსი საუზმე

სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, 2 ორცხობილა.

ვახშამი: 120 გრ ხორცი (უკეთესია ძროხის), 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.

ოთხშაბათი
საუზმე: ორშაბათის მსგავსი მენიუ.

სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, ბოსტნეულის სალათა.

ვახშამი: 120 გრ ხორცი, 1 ფორთოხალი,

1 ორცხობილა, ჩაი ან ყავა.

ხუთშაბათი
საუზმე: ანალოგიური

სადილი: 120 გრ უცხიმო ყველი ან ხაჭო, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.

ვახშამი: 120 გრ ხორცი, 2 პომიდორი, 1 ვაშლი, 1 ორცხობილა.

პარასკევი
საუზმე: ანალოგიური

სადილი: 200 გრ ორთქლზე მომზადებული თევზი, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.

ვახშამი: 500 გრ მოხარშული ან ჩათუთქული ბოსტნეული (სტაფილო, ხახვი, კომბოსტო, კარტოფილი, პარკოსნები), 1 მოხარშული კვერცხი, 1 პომიდორი.

სიურპრიზი! დასვენების დღეებში შეგიძლია იკვებო ჩვეულებისამებრ. მთავარია, არ მოგივიდეს ზედმეტი, არ დალიო ალკოჰოლი, მოერიდო კონსერვანტებიან პროდუქტებს და არ გამოიყენო მარილი.

მეორე კვირას იმეორებ იგივეს. 15 დღეში აუცილებლად დაიკლებ 15 კგ-ს. როცა სასურველ შედეგს მიაღწევ, კვირაში ერთხელ (ორშაბათობით, მაგალითად) დაიცავი ქვემოთ მოცემული მენიუ და დაკარგული წონა აღარასოდეს დაგიბრუნდება!

საუზმე: 2 ჭიქა ლიმონიანი წყალი

სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ორცხობილა, 1 პომიდორი.

ვახშამი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ორცხობილა, 1 პომიდორი. dle
Загрузка...
loading...
25-09-2016, 17:51
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები