Image

მცენარეული წამლები და საკვები მეხსიერების სამსახურში, ეს ყველამ უნდა იცოდეს

image
Загрузка...

მცენარეული წამლები და საკვები მეხსიერების სამსახურში, ეს ყველამ უნდა იცოდეს


კვების ხარისხი უშუალო გავლენას ახდენს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზე, კერძოდ, მეხსიერებაზე. მეცნიერები უძველესი დროიდან ადევნებდნენ თვალს თავიანთ გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და რაც უფრო მეტ ინფორმაციას იღებდნენ, მით მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მეხსიერების შენარჩუნებას. მეხსიერების გასაუმჯობესებელი საშუალებებისადმი ინტერესმა სათავე დაუდო მეცნიერულ კვლევას. ხანგრძლივმა ძიებამ საშუალება მისცა სწავლულებს, მიეგნოთ იმ საკვებისა თუ სასმელებისთვის, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მეხსიერებასა და ინტელექტზე. ტვინს, ისევე როგორც ადამიანის სხვა ორგანოებს, განსაკუთრებული კვება სჭირდება. ჩვენ მიერ შედგენილი რაციონი დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ მეხსიერება, რეაქცია, კონცენტრაციის უნარი, რაც, დაგვეთანხმებით, დღეს ძალზე აქტუალურია.
დიდი ხანია ვამჩნევ, რომ, თუმცაღა არცთუ ისე ასაკოვანი ვარ, 45 წლის, - მეხსიერება უკვე მღალატობს: მავიწყდება ჩემი პროფესიისთვის აუცილებელი დეტალები, ნაცნობთა სახელები... გთხოვთ, თქვენი ჟურნალის საშუალებით გვესაუბროთ იმ სამკურნალო მცენარეებისა და საკვების შესახებ, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებს.

რა არის საჭირო ტვინის სრულფასოვანი კვებისთვის

წყალი
როგორც ამბობენ, წყალი საუკეთესო სასმელია, თუ მას სწორად გამოვიყენებთ. ჩვენი ორგანიზმი დაახლოებით 70%-ით წყლისაგან შედგება. ამ მხრივ არც ტვინია გამონაკლისი. მეტიც - ზოგიერთი მონაცემით, ტვინის ქსოვილების 85% წყალია. ორგანიზმისთვის წყლის მნიშვნელობის გაზვიადება შეუძლებელია. რაც შეეხება მეხსიერებაზე მის გავლენას, კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის გაუწყლოება ხელს უწყობს ჰორმონ კორტიზოლის გამომუშავებას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ტვინის თვისებაზე, შეინახოს ინფორმაცია.

მცენარეული საშუალებები
გინგკო ბილობა - ამ ბალახს აღმოსავლეთის ქვეყნებში მეხსიერების პრობლემების სამკურნალოდ უკვე რამდენიმე ათასი წელია იყენებენ. გინგკო აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, რის წყალობითაც ტვინს უფრო მეტი ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიეწოდება. გარდა ამისა, ეს ბალახი ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დაზიანებას. როზმარინი ბუნებრივად ამცირებს ტვინის დაღლილობას. ბოლოდროინდელ კვლევათა შედეგების თანახმად, ის დამახსოვრების უნარს 18%-ით ზრდის. ანტიოქსიდანტები და კარნოზინის მჟავა, რომლებითაც მდიდარია როზმარინი, ხელს უწყობს ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას. ოფისის მოსამსახურეთა გონებრივ მუშაობას როზმარინის სუნიც კი აუმჯობესებს. სალბი მეხსიერების გაუმჯობესების თვალსაზრისით არცთუ უკანასკნელ ადგილს იკავებს. ეს ბალახი ოპტიმიზაციას უწევს ტვინის ქიმიური ნივთიერებების დონეს და მისი უჯრედების აღდგენაში გადამრთველის როლს ასრულებს. ბრიტანელი სპეციალისტები გვირჩევენ, ვსვათ სალბი, რათა გავიუმჯობესოთ მეხსიერება. კვლევები მოწმობს, რომ სალბი თრგუნავს იმ ამინმჟავების მოქმედებას, რომლებიც პასუხს აგებენ მეხსიერების დარღვევაზე. ამ მცენარის საფუძველზე მზადდება ახალი მედიკამენტი ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ. სხვა მცენარეული საშუალებებიდან, რომლებიც ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, შეგვიძლია გირჩიოთ ჟენ-შენი, გოტუ-კოლა და კოჭას ფესვი, ოღონდ გაითვალისწინეთ: მათი დაუფიქრებლად გამოყენება არ ღირს. საერთოდ, სანამ მეხსიერების გასაუმჯობესებლად რაიმე საკვებ დანამატს მიიღებდეთ, კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიარეთ.

ჩაი
ჩინეთში ჩაის სამკურნალო თვისებებს უკვე 5 ათასი წელია იცნობენ. ჯერ კიდევ ჩინელმა იმპერატორმა შენ ნუნგმა აღმოაჩინა, რომ მისი ფოთლების ნაყენს მატონიზებელი თვისებები აქვს. ამ ძვირფას თვისებებს ჩაის ანტიოქსიდანტებისა და კოფეინის შემცველობა ანიჭებს. უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პოლიფენოლები (ანტიოქსიდანტები), რომლებიც ჩაის შემადგენლობაში შედის, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კოგნიტურ თვისებებს, კერძოდ, მეხსიერებას. ჩაის შემადგენლობაში შემავალი ტანინი დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენს.

ხილი და ბოსტნეული
ხილი და ბოსტეული შეუცვლელი პროდუქტებია. შეუძლებელია, ჯანმრთელობისთვის უვნებლად უარი ვთქვათ მათზე. ისინი ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების საწყობებია. მრავალი მათგანი შეუცვლელია. ხილსა და ბოსტნეულს შორისაც მრავლად არის ისეთი სახეობები, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერს. ფერთა კომბინაცია იმ ნივთიერებებზე მიუთითებს, რომლებითაც მდიდარია ეს პროდუქტები. ანტიოქსიდანტი ანტოციანინი (შედის ჭარხლის შემადგენლობაში) და ნასუნინი (იისფერ ბადრიჯანში) იცავს ტვინის ქსოვილის ლიპიდურ შემადგენლობას; ფოლიუმის მჟავა (მუქ მწვანე ბოსტნეულში) თავიდან აგვაცილებს მეხსიერების დაკარგვას, ვაშლის კანი კი შეიცავს ანტიოქსიდანტ კვერცეტინს.

ვაშლი
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერმა თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ნივთიერებები, რომლებიც ვაშლის წვენის შემადგენლობაში შედის, ტვინის უჯრედებს ოქსიდანტური სტრესისგან იცავს (სწორედ ამ მოვლენას მივყავართ მეხსიერების დაკარგვამდე და ინტელექტის დაქვეითებამდე). მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ვაშლის წვენის ასეთი მოქმედება განპირობებულია ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით. ასე რომ, ვაშლი და ვაშლის წვენი დაგვეხმარება, ნათელი გონება სიბერეშიც შევინარჩუნოთ. ვაშლი გონების კონცენტრირებაშიც გვეხმარება.





წყარო - Mkurnali.Ge dle
loading...
10-10-2015, 14:23
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები