Image

ქაცვი - ყოველმხრივ ფასდაუდებელი მცენარე

image
Загрузка...

ქაცვი - ყოველმხრივ ფასდაუდებელი მცენარე


ქაცვის სამკურნალო თვისებები, უპირველესად, მის ნაყოფში არსებული ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ორგანული მჟავების გასაოცრად მაღალი შემცველობით არის განპირობებული, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ბევრი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის საქმეში.

ქაცვის ნაყოფი შეიცავს დაახლoებით 3,5% შაქარს და სხვადასხვა ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ღვინის, ღოლოს მჟავები). ასევე, მასში უამრავი ვიტამინია - С, В1, В2, ფოლიუმის მჟავა, РР, К, Р, Е, კაროტინი, კაროტინოიდები, აგრეთვე, ფლავონოიდები (განსაკუთრებით რუტინი), რკინა, ბორიუმი, მანგანუმი.
ქაცვში მოიპოვება მთრიმლავი ნივთიერებებიც, ცხიმოვანი მჟავებიც და ფიტონციდებიც (აზოტის შემცველი ნაერთები).

ქაცვის ნაყოფსა და ტოტების მერქანში ვხვდებით სეროტონინს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის ნორმალურ მოქმედებაში. მცენარის ფოთლები ასკორბინის მჟავის, ფიტონციდების, მთრიმლავი ნივთიერებებისა და მიკროელემენტების დიდ რაოდენობას შეიცავს.

ქაცვის წითელნაყოფა სახეობებისგან ისეთ უნიკალურ პოლივიტამინურ პრეპარატს ამზადებენ, როგორიც ქაცვის ზეთია. მას ბაქტერიციდული თვისებები აქვს, ხელს უწყობს ქსოვილის ეპითელიზაციას, კარგად ახორცებს ჭრილობებს, კანის ლორწოვანი გარსის დაზიანებებს, აყუჩებს ტკივილს. ამ მოწითალო-მონარინჯისფრო ფერის ზეთში დიდი რაოდენობით შედის კაროტინი და კაროტინოიდები, Е და F ვიტამინები (ეს უკანასკნელი კანში ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს), სტერინები, მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები (რკინა, სპილენძი, ვერცხლი, სილიციუმი, მანგანუმი, კობალტი, ნიკელი და სხვ), აგრეთვე, ლინოლინის, ოლეინის, პალმიტინისა და სტეარინის მჟავები. ქაცვის ზეთი გარეგანადაც გამოიყენება და შინაგანადაც.

მწვავე და ქრონიკული ლარინგიტის ან ფარინგიტის დროს, ლორწოვანი გარსი ქაცვის ზეთში ამოვლებული ბამბის ტამპონით უნდა გავიწმინდოთ ან ზეთის ინჰალაციები უნდა გავიკეთოთ, ყოველდღიურად 15 წუთის მანძილზე. მკურნალობის კურსი 10 პროცედურისგან შედგება.

გლანდების ამოკვეთის ოპერაციის შემდეგ, ჭრილობის დამუშავება სასურველია ქაცვის ზეთით - იგი ტემპერატურულ რეაქციას აქვეითებს და ჭრილობის გაწმენდა-აღდგენას უწყობს ხელს.
მას სტომატოლოგიაშიც იყენებენ (კბილის პულპისა და ღრძილების ანთება) და ოფთალმოლოგიაშიც (თვალის რქოვანას დაზიანება).

ქაცვის ზეთი ძვირფასი საშუალებაა ჰიპო და ავიტამინოზის სამკურნალოდ. ის აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას, ღვიძლში ცილის შემცველობას ზრდის და დაზიანებულ უჯრედებში აღდგენით პროცესებს ასტიმულირებს (მათ შორის ღვიძლის უჯრედებში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემდეგ).

ქაცვის წვენი ხველების საწინააღმდეგო ჩინებული საშუალებაა. ამ მიზნით მისი გამოყენება თაფლთან ერთად არის რეკომენდებული. ზედა სასუნთქი გზების დაავადებების საპროფილაქტიკოდ, რეკომენდებულია ქაცვის ზეთით ინჰალაცია.

ვიტამინების უკმარისობისა და სისხლნაკლებობის შემთხვევაში გამოიყენება ქაცვის ნაყოფის ნაყენი.
ქაცვის კენკრასა და მის წვენს ტოქსიკური ჰეპატიტის მკურნალობაში იყენებენ.

ქაცვის ნაყოფს ნაწლავებზე პერისტალტიკური ზემოქმედების მოხდენა შეუძლია და ბაქტერიციდული თვისებები აქვს. კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას და ატონური ყაბზობისას რეკომენდებულია ქაცვის ცოცხალი ნაყოფისა და წვენის მიღება.
ქაცვის ნაყოფის ნახარში შეგიძლიათ, გამოიყენოთ კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სამკურნალოდ.

ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ანუსის ნასკდომების, შიდა ჰემოროის დროს ნაჩვენებია ქაცვის ზეთზე დამზადებული სანთლების გამოყენება.

ვიტამინ К1-ის, ფოსფალიპიდებისა და ბეტაინის შემცველობის წყალობით, ქაცვის ზეთი ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და ამ დაავადების დროს ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს.
ის სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს და ამცირებს სტენოკარდიული შეტევების რაოდენობას. ქაცვის ნაყოფში შემავალ ბეტა-სიტოსტერინს ანტისკლეროზული მოქმედება აქვს.
ამიტომაც, ქაცვი შეუცვლელია ასაკოვანი ადამიანებისთვის.

გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, ქაცვის ზეთი გამოიყენება საშვილოსნოს ყელის ეროზიის შესახორცებლად, ეროზიულ-წყლულოვანი კოლპიტების, ენდოცერვიციტების, ენდომეტრიტის, ცერვიციტის დროს.

ქაცვი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. ამიტომ, ის აქტიურად გამოიყენება სექსუალური პოტენციის ასამაღლებლად. ის სასარგებლოა არა მხოლოდ 40 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის, არამედ იმ ახალგაზრდა კაცებისთვისაც, რომლებსაც პოტენციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.


ქაცვის უკუჩვენებები

ზოგჯერ, ვხვდებით ქაცვისა და მასზე დამზადებული პრეპარატების ინდივიდუალურ აუტანლობას.
ქაცვის ზეთი უკუნაჩვენებია მწვავე ქოლეცისტიტის, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობების დროს.




წყარო - Funtime.Ge dle
loading...
8-10-2015, 16:37
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები