რომელი საკვები გვაძლევს ყველაზე დიდ ენერგიას... ის რაც აქამდე არ იცოდით!

რომელი საკვები გვაძლევს ყველაზე დიდ ენერგიას... ის რაც აქამდე არ იცოდით!
loading...

აქტიური სამუშაო რეჟიმი თანამედროვე ადამიანისგან მუდმივად ენერგიულობასა და ფორმაში ყოფნას ითხოვს. ენერგია კი საკვების გარეშე წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ბევრი საჭმელი სულაც არ ნიშნავს ენერგიის დიდ წყაროს. პირიქით, ბევრი საკვები სწორედ რომ გვაცლის ენერგიას.

რით უნდა ვიკვებოთ, რომ დღის განმავლობაში თავი ენერგიულად ვიგრძნოთ.
ენერგიის მატებაში ყველაზე კარგად ფაფები, ხაჭო, არაჟანი და რძემჟავა პროდუქტები დაგეხმარებათ. ამიტომ გირჩევთ, რომ დილა ყოველთვის ფაფით დაიწყოთ(ან რძიანი ფაფით). ეს შეიძლება იყო წიწიბურის, შვრიის ან სიმინდის ფაფა. იგი 3-4 საათით მოგამარაგებთ ენერგიით, ანუ სადილამდე დანაყრებული იქნებით და მალე არ მოგშივდებათ.

თუ ძალიან გშიათ, შეგიძლიათ ღვეზელი მიირთვათ და ჩაი მიაყოლოთ. შიმშილს დაიცხრობთ, თუმცა ძლიან ცოტა ხნით - მაქსიმუმ ერთ საათში ისევ მოგშივდებათ. ამიტომ ღვეზელით, მაკარონით, ტკბილეულით დანაყრება სასურველი არ არის. კალორიებს იღებთ, არადა მშიერი რჩებით. ხანგრძლივი ენერგიისთვის მიირთვით ხორცი, პარკოსნები, ხილის წვენები, ხილი, განსაკუთრებით ბანანი.

თუ ქათმის, საქონლის ან თევზის ხორცს უმ ან მოთუშულ ბოსტნეულთან ერთად მიირთმევთ, ენერგია თითქმის მთელ დღეს გეყოფათ. თუ საკვები ძალიან მარილიანი არ იქნება, შიმშილის გრძნობა უფრო გვიან შეგაწუხებთ.

dle


აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
loading...
კატეგორია - ჯანმრთელობა    29.07.2016

Загрузка...



      სარეკლამო სივრცე       
Загрузка...
2016 © LoLo.Ge ყველა უფლება დაცულია.