Image

ვინ დაიბარა შუაღამისას ბიძინა ივანიშვილმა შუშის სასახლეში და რა შეუთვალა თამარ ჟვანიას? - შოკისმომგვრელია

image
Загрузка...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილი სააკაშვილის მეორედ მოსვლის შიშით, უკვე მეორედ მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი გუნდი წუხელ ღამის 2 საათზე შუშის სასახლეში დაიბარა.

ვიდრე „ნაციონალები“ გამარჯვებას ზეიმობენ კალაძე-კობახიძის გუნდი ოლიგარქის რისხვას იღებდა და მისივე დვალებით იმ მესიჯებზე მუშაობდა, რომელიც დღეს საგანგებო ბრიფინგზე უნდა გაახმოვანონ. რამდენად შეძლებს დღეს განრისხებული ბიძინას დაწყნარებას „ქართული ოცნების“ ელიტა რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ ოლიგარქი საბოლოოდ ერთ რამეში მაინც დარწმუნდა - მან პოლიტიკა არ იცის და არც პოლიტიკური გუნდი ჰყავს.

როგორც „2020 NEWS“-ის სანდო წყარო უყვება, "ბიძინამ მკვდარი და ცოცხალი აგინა წუხელ კალაძეს, კობახიძეს, მამა-შვილ ბიგვავებს, თამარ ჟვანიას და სხვა არჩევნებზე პასუხისმგებელ პირებს". "2020NEWS“-ის ინფორმაციით, ოლიგარქმა წუხელ ისინი შუშის სასახლეში დაიბარა, სადაც წასვლა ბუნებრივია არავის უნდოდა, თუმცა „სევდიანი სერობა“ მაინც შედგა.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, დიდი დამალვის შემდეგ ღამის 2 საათზე ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში ყველა ეახლა, ცსკ-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გარდა. მისივე თქმით, „თამარ ჟვანია მხოლოდ იმიტომ არ მივიდა შუშის სახახლეში, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმა შეუთვლა შენი დანახვა არ მინდაო. აქ მთავარი ისაა, რომ ჟვანიამ საარჩევნო ბიულეტენები თავისი ნათესავის სტამბაში დაბეჭდა. ახალქალაქში, ბათუმში და თბილისის ზოგიერთ რაიონში ბიულეტენები არასწორად იყო დაბეჭდილი. შენ როგორ უნდა მოგეგო არჩევნები, როდესაც ბიულეტენები ვერ დაბეჭდე სწორადო. კალაძე და კობახიძე ტყუილში დაადანაშაულა, ჰკითხა რატომ მატყუებდით რომ ყველაფერი რიგზეა და არჩევნებს ჩვენ ვიგებთო. კალაძემ ხმის ამოღება სცადა, მაგრამ ივანიშვილმა ამის უფლება არ მისცა. მე პარტია არ მყოლიაო უთხრა, ახლა კეთილი ინებეთ და მოემზადეთ ისეთი ბრიფინგისთვის, რომ თავი საბოლოოდ არ მომჭრათ. მოიფიქრეთ მესიჯებიო“.

„ქართული ოცნების“ შუაღამის სერობა იმით დასრულდა, რომ პარტიის პოლიტიკურმა ელიტამ განრისხებული ბოსისგან დავალებები მიიღო, გაამზადონ გზავნილები, რომელიც საგანგებო ბრიფინგზე უნდა გაჟღერდეს. დიდი ალბათობით პოლიტიკური გზავნილების პათოსი გაჟღენთილი იქნება გადაჭარბებული „დემოკრატიული სულისკვეთებით“.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები პირველადი შედეგების მიხედვით „ქართული ოცნების“ კანდიდატს სალომე ზურავბიშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ხმების თანაბარი რაოდენობა აქვთ. საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური ნოემბერში უნდა ჩატარდეს.

2020news.ge
dle
loading...
29-10-2018, 19:19
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები