Image

რა ხდება ამ წუთებში დოლიძის ქუჩაზე:სისხლიანი დაპირსპირება 5 ტყვიით ჩაცხრილული ახლგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

image
Загрузка...

თბილისში, დოლიძის 29 ნომერში, სადაც დაახლოებით ერთი საათის წინ 42 წლის მამაკაცი მოკლეს, გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები მივიდნენ.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმა ცუდად გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

დოლიძის ქუჩაზე ამ დრომდე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები, რომლებიც მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ასევე მიმდინარეობს მეზობლებისა და შესაძლო თვითმხილველების პირველადი გამოკითხვა.

მედიასთან გარდაცვლილის ახლობლები არ საუბრობენ. შსს მომხდარზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადაასვენებენ.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ხუთი ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოვიდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

news.coa.ge
dle
loading...
12-08-2018, 09:26
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები