ცნობილი ქართველები, რომლებმაც დედის გზა გააგრძელეს - "ამ სიტყვებით დედა ემშვიდობებოდა პროფესიას და მე მივხვდი, რას ვნიშნავდი მისთვის..." » LoLo.Ge
Image

ცნობილი ქართველები, რომლებმაც დედის გზა გააგრძელეს - "ამ სიტყვებით დედა ემშვიდობებოდა პროფესიას და მე მივხვდი, რას ვნიშნავდი მისთვის..."

image
Загрузка...

ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, რომ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლებს მშობ­ლე­ბის კომ­პლექ­სი უყა­ლიბ­დე­ბათ - არ სურთ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, ცდი­ლო­ბენ არ აირ­ჩონ სა­ჯა­რო პრო­ფე­სი­ე­ბი და ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­საც გა­ურ­ბი­ან. თუმ­ცა, არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც დაძ­ლი­ეს ეს კომ­პლექ­სი და მშობ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გზა წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლეს.

წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ხე­ლო­ვანს, რომ­ლე­ბიც არ შე­უ­შინ­დნენ ლე­გენ­და­რუ­ლი მშობ­ლე­ბის გზის გაგ­რძე­ლე­ბას და პრო­ფე­სი­ა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბაც შეძ­ლეს.

ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე - სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი

ვე­რი­კო არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დეს ტრა­გი­კოს მსა­ხი­ო­ბად, არა­მედ ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ამ მსოფ­ლი­ოს ათ სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტულ მსა­ხი­ობს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. ხე­ლო­ვა­ნი მშობ­ლე­ბის, მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი­სა და ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სო­ფი­კო შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში იზ­რდე­ბო­და - ჭი­ა­უ­რე­ლე­ბის სახ­ლი ფიქ­რის გო­რა­ზე თბი­ლის­ში სტუმ­რად მყო­ფი მსოფ­ლი­ოს სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მას­პინ­ძლობ­და.

რო­გორც წლე­ბის შემ­დეგ სო­ფი­კო იხ­სე­ნებ­და, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის წლებ­ში მოს­კო­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებს მათი თე­ატ­რის ევა­კუ­ა­ცი­ის გამო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი მას­პინ­ძლობ­და, მათ თბი­ლის­ში უწევ­დათ ცხოვ­რე­ბა და ხში­რად ფიქ­რის გო­რა­ზე ჭი­ა­უ­რე­ლე­ბის სახ­ლში იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. უფ­რო­სე­ბის შეკ­რე­ბებ­ზე პა­ტა­რა სო­ფი­კოს არ უშ­ვებ­დნენ, ის კი ასეთ ხერ­ხს მი­მარ­თავ­და - სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე იპა­რე­ბო­და. მთა­ვარ ოთახს, სა­დაც სტუმ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ მი­ნის სა­ხუ­რა­ვი ჰქონ­და, რომ მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელს ხატ­ვი­სა და ქან­და­კე­ბე­ბის შექ­მნის პრო­ცეს­ში ოთახ­ში სი­ნათ­ლე ჰქო­ნო­და. 4-5 წლის სო­ფი­კო კი მე­ზობ­ლის ბავ­შვებ­თან ერ­თად დაწ­ვე­ბო­და ოთა­ხის შუ­შის ჭერ­ზე და ზე­მო­დან უყუ­რებ­და, რო­გორ კი­თხუ­ლობ­დნენ ლექ­სებს და იმპრო­ვი­ზი­რე­ბულ წარ­მოდ­გე­ნებს მარ­თავ­დნენ სტუმ­რე­ბი.

ერთ-ერთ ასეთ სა­ღა­მოს ცნო­ბილ­მა რუს­მა მსა­ხი­ობ­მა ვა­სილ კა­ჩა­ლოვ­მა ლექ­სის კი­თხვი­სას აი­ხე­და ზე­მოთ და და­ი­ნა­ხა ჭერ­ზე და­წო­ლი­ლი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი ინ­ტე­რე­სით შეს­ცქე­როდ­ნენ უფ­რო­სებს. ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე მიხ­ვდა, ეს სო­ფი­კოს ოი­ნე­ბი იყო და სტუმ­რებს აუხ­სნა, რომ ბავ­შვებს არ უშ­ვებ­და ოთახ­ში და მათ ასე­თი გზა მო­ნა­ხეს ინ­ტე­რე­სის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. ოჯახ­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის სიმ­რავ­ლე სო­ფი­კოს მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­შიც გაგ­რძელ­და. სტუმ­რებს უნ­დო­დათ, სა­ღა­მო­ებს სო­ფი­კოც დას­წრე­ბო­და, ემ­ღე­რა, წა­ე­კი­თხა ლექ­სე­ბი და მათ­თვის კომ­პა­ნი­ო­ნო­ბა გა­ე­წია. სო­ფი­კო კი კა­ტე­გო­რი­ულ უარს აცხა­დებ­და, ამ­ბობ­და: რო­დე­საც ბავ­შვი ვი­ყა­ვი მა­შინ არ მიშ­ვებ­დით, ხომ? ახლა კი მე აღარ მინ­და, არ მა­ინ­ტე­რე­სებ­სო!

როცა სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­მა მოს­კო­ვის სა­კავ­ში­რო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტში გა­და­წყვი­ტა ჩა­ბა­რე­ბა, მომ­ზა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მა ვე­რი­კოს არ წა­რუდ­გი­ნა და მო­უმ­ზა­დებ­ლად გა­ვი­და გა­მოც­და­ზე, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­რი­ცხა სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე. ინ­სტი­ტუ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სო­ფი­კომ მა­მის, მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის ფილმში - "რაც გი­ნა­ხავთ, ვე­ღარ ნა­ხავთ" დე­დას­თან ერ­თად ითა­მა­შა, სა­დაც მათ კნე­ი­ნა და მისი მო­მა­ვა­ლი რძა­ლი - ტა­სია გა­ნა­სა­ხი­ე­რეს. მა­ყუ­რე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით შეხ­ვდა კო­მე­დი­ურ ფილ­მს, სა­დაც ქარ­თუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად ერთი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი და სო­ფი­კოს პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია თა­მა­შობ­დნენ. კითხვის გაგრძელება... dle
loading...
4-08-2018, 22:05
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები