Image

ვინ არის გიორგი ბაბლუანის ულამაზესი მეუღლე - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მსახიობის ოჯახური ფოტოები

image
Загрузка...

ქარ­თულ­მა და ევ­რო­პულ­მა კი­ნომ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბაბ­ლუ­ა­ნი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფილ­მი­დან "13" გა­იც­ნო. უფ­რო­სი ძმის, გელა ბაბ­ლუ­ა­ნის 2005 წელს გა­და­ღე­ბულ თრი­ლერ­ში შეს­რუ­ლე­ბულ­მა სა­დე­ბი­უ­ტო როლ­მა უმ­ცროს ბაბ­ლუ­ანს წარ­მა­ტე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. ბაბ­ლუ­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის კი­დევ ერთი ნი­ჭი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს, მო­ნა­წი­ლე­ობს ევ­რო­პე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის ფილ­მებ­ში. 2016 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მო­დის გელა ბაბ­ლუ­ა­ნის ახა­ლი ფილ­მი Money, რო­მელ­შიც გი­ორ­გი მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ გი­ორ­გიმ ულა­მა­ზეს სერბ მო­დელ­სა და მსა­ხი­ობ­ზე ბო­ი­ა­ნა პა­ნიკ­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს უკვე პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნაც ჰყავს. გი­ორ­გიმ და ბო­ი­ა­ნამ ერ­თმა­ნე­თი ფილმ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" გა­და­ღე­ბებ­ზე გა­იც­ნეს, სა­დაც ერ­თმა­ნეთს პარტნი­ო­რო­ბას უწევ­დნენ.

ბო­ი­ა­ნა ევ­რო­პა­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლია. სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რა სერბმა მო­დელ­მა მი­ლა­ნი­დან და­ი­წყო, როცა ის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო Names Agency-მ აღ­მო­ა­ჩი­ნა. აქ­ტი­უ­რად გა­მო­დის Chanel-ის, Jean Paul Gaultier-ის პო­დი­უ­მებ­ზე პა­რიზ­ში, ლონ­დონ­ში, ნიუ-იორკსა და მი­ლან­ში. 2008 წლი­დან ბო­ი­ა­ნა ცნო­ბი­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დის Schwarzkopf-ის შამ­პუ­ნე­ბის ხა­ზის სა­ხეა. ფოტოების ნახვა... dle
loading...
4-08-2018, 21:04
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები