Image

„რა ვქნა? შორიდან ვუყურო, როგორ მოკვდება?!“

image
Загрузка...

ამას წინათ, დილაუთენია, ბაზა­რში რეპორტაჟის მოსამზადებლად მიმავალი საშინელი სანახაობის მოწმე გავხდი. მეტროსადგურ "ახმეტელთან" უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. იქვე იყო პატრულისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ჩოჩქოლის მიზეზი ახალგაზრდა იყო, რომელსაც პირიდან დორბლი სდიოდა, წელს ზევით შიშველი,­ ასფალტზე გაფენილ მუყაოს ნაჭერზე ხოხავდა. ამ დილაადრიან სად მოას­წროო, ამბობდა ვიღაც, გადარჩა, მაგრამ მაგრად გაებაო, ეუბნებოდა იქ მყოფთ. ეჭვიც არავის ეპარებოდათ, რომ ეს ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგი იყო.

დაზაფრული იქაურობას გავშორდი და იქვე სკვერში სკამზე ჩამოვჯექი.
გვერდით ნანახით დათრგუნვილი ქალბატონი მომიჯ­და. ამ ბიჭის შემხედვარეს ჩემი ტკივილი გამიცოცხლდაო, ამოოხვრით მითხრა და ერთ წერტილს მიაშტერდა. მომეჩვენა, რომ რაღაცის მოყოლა უნდოდა და ვერ ბედავდა. მერე მაინც დაიწყო:

- ხალხის მრცხვენია, როგორია, ვთქვა, რომ ნარკომანი და მოთამაშე ქმარი მყავს, ჰოდა, მეც მონდომებით ვთამაშობ უდარდელი ქალის როლს. ამით თითქოს დროებით გავურბივარ რეალობას, რომ გული არ გამისკდეს და ერთადერთი შვილი გასაზრდელი არ დამრჩეს. ჩემი წუთიერი სისუსტეა, თქვენთან რომ ვლაპარაკობ, მაგრამ არ მიცნობთ და ამიტომაც მიადვილდება­ ამის გამხელა. ფეხმძიმედ ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი ნარკოდამოკიდებული იყო. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელი ბიჭი გვეყოლა, მაგრამ მეორე შვილზე როგორ ვიფიქრებდი... სულ მეგონა, ჩვენი სიყვარული გადაწონიდა მის სენს, მაგრამ... მახსოვს, ბავშვმა ფეხი რომ აიდგა, ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა, რომ მეხარებინა. შინ ორ მეგობართან ერთად მოვიდა. მოეფერა პატარას, მერე მომიბოდიშა, საქმე გვაქვს, ოთახში გავალთო. მართლაც გავიდნენ და მალევე დაიშალნენ...

მას შემდეგ წლები გავიდა. 8-10 წლის წინ ქორწილში შევხვდი ჩემი ქმრის იმ მეგობარს, ჩვენი შვილის ფეხის ადგმის მომსწ­რე რომ გახდა. შეზარხოშებული იყო. ჯერ მითხრა, არ იცით, თქვენზე რამდენჯერ ვფიქრობდიო. დავიბენი, ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა. ბოლოს გამომიტყდა, - რომ მცოდნოდა, პატარასთან ერთად სახლში იყავით, იქ არ გავიკეთებდითო...
2009 წელს ჩემი მეუღლე ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში მოხვდა. მისი მშობლები სირცხვილით პურის საყიდლად ვეღარ ჩადიოდნენ - ვინმემ რომ გვკითხოს შვილის ამბავი, რა ვუთხრათო. ციხიდან რომ გამოვიდა, მუშაობა დაიწყო, ძველ სამეგობროს ჩამოშორდა... მიხაროდა, რომ ვიბრძოლე და გავიმარჯვე! ხელისუფლების­ შეცვლის შემდეგ უმუშევარი დარჩა და ფულის საშოვნელად კაზინოს ხშირი სტუმარი გახდა. დამეწყო ბრძოლის ახალი ეტაპი­. შინ გამთენიისას მოდიოდა. თუ თითზე საქორწინო ბეჭედი აღარ ეკეთა, ესე იგი, წააგო. შარვალში ყოველთვის ედო ბარათი, რომლის ტექსტიც წაკითხვამდე ვიცოდი: "ლომბარდი. მისამართი: პეკინის ქუჩა. საქორწინო რგოლი. 200 დოლარი". კითხვის გაგრძელება... dle
loading...
4-08-2018, 20:39
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები