Image

5 დღე მარტო, ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე - ექსპერიმენტი, შოკისმომგვრელი შედეგებით

image
Загрузка...

ალ­ბათ, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ოც­ნე­ბობს, დრო­ე­ბით გა­მორ­თოს ტე­ლე­ფო­ნი, არ გა­ე­კა­როს კომ­პი­უ­ტერს, არ უპა­სუ­ხოს ფოს­ტას, ჩა­ი­კე­ტოს ოთახ­ში და არა­ვინ ნა­ხოს - მოკ­ლედ, და­ის­ვე­ნოს ყვე­ლას­გან და ყვე­ლაფ­რის­გან. არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ასე რომ მოხ­დეს, რამ­დენ ხანს გავძლებთ?

ბრი­ტა­ნულ­მა არ­ხმა Channel 5-მა გა­და­წყვი­ტა ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა: ჩა­ე­კე­ტა რამ­დე­ნი­მე მო­ხა­ლი­სე კა­მე­რებ­ში მარ­ტო, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ყვე­ლა იმ ატ­რი­ბუ­ტი­კის­გან შორს, რომ­ლებ­საც მიჩ­ვე­უ­ლი ვართ. ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე მო­ნა­წი­ლე­ებს ეგო­ნათ...

Channel 5-მა გა­და­წყვი­ტა, გა­და­ე­ღო პროგ­რა­მა "მარ­ტო­სუ­ლი", რო­მელ­საც სა­ფუძ­ვლად ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი ედო: ტე­ლე­წამ­ყვან ჯორჯ ლემ­სა და კი­დევ ოთხ მო­ხა­ლი­სეს 5 დღე უნდა გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ კა­მე­რებ­ში სრუ­ლი­ად მარ­ტოს. მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში საჭ­მე­ლი, ტუ­ა­ლე­ტი, სა­წო­ლი და კი­დევ ერთი ნივ­თი იყო, რო­მე­ლიც შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 3-დან უნდა აერ­ჩი­ათ და ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენ­და.

ზო­გი­ერ­თი მო­ნა­წი­ლის­თვის ამ ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა: ერთ-ერ­თმა ექ­სპე­რი­მენ­ტის და­წყე­ბი­დან 4 სა­ათ­ში და­ტო­ვა კა­მე­რა. მე­ო­რემ და­მარ­ცხე­ბა 24 სა­ათ­ში აღი­ა­რა.

28 წლის სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტმა შერ­მე­ინ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, რათა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია. მაგ­რამ სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­ი­წყი­ნა, შემ­დეგ უეც­რად ატირ­და, რად­გან თავი სა­შინ­ლად მარ­ტო­სუ­ლად იგ­რძნო. მან მე­უღ­ლის წე­რი­ლიც კი გახ­სნა, რო­მე­ლიც ექ­სპე­რი­მენ­ტის წე­სის მი­ხედ­ვით მხო­ლოდ 2 დღის შემ­დეგ უნდა წა­ე­კი­თხა. "პა­ნი­კა­ში ვარ, მეტი აღარ შე­მიძ­ლია, უბ­რა­ლოდ, სახ­ლში მინ­და დაბ­რუ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და შერ­მე­ინ­მა. გო­გო­ნამ ღი­ლაკს და­ა­ჭი­რა. ეს ექ­სპე­რი­მენ­ტის დას­რუ­ლე­ბას ნიშ­ნავ­და. "უბ­რა­ლოდ, ისე ძა­ლი­ა­ნაც არ მომ­წონს სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა, რო­გორც აქამ­დე ვფიქ­რობ­დი", - და­ას­კვნა შერ­მე­ინ­მა. კითხვის გაგრძელება... dle
loading...
4-08-2018, 20:13
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები