შემზარავი ავარიის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - 1 დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია » LoLo.Ge
Image

შემზარავი ავარიის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - 1 დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია

image
Загрузка...

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა.
ავარიის დროს დაშავებულთა შორის არის 2 მცირეწლოვანი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

12 დაშავებული მკურნალობას მცხეთის სამედიცინო ცენტრსა და ჯეოჰოსპიტალში გადის.

რამდენიმე საათის წინ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან, ცალმხრივი მოძრაობის გზაზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
dle
loading...
4-08-2018, 19:30
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები