Image

„ეს მხოლოდ „საქართველოში“ ხდება თუ სხვა ბანკებშიც ფეხზე ჰკიდიათ კლიენტის ინეტერესები???“

image
Загрузка...

ეს ამბავი ტელეკომპანია „ობიექტივის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მირიან ყარაულაშვილმა სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ დაწერა. როგორც გავარკვიეთ, ვითარება დღესაც უცვლელია, ამიტომ შარშანდელ სტატუსს ჯერჯერობით, აქტუალურობა არ დაუკარგავს..


„... ერთი სიტყვით, გასულ შაბათს საღამოს ჩემს ახლობელს ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტ-ბანკინგით „ფულადი გზავნილის „ სახით რაღაც თანხა გადავუგზავნე; ტექნოლოგიურად, რამოდენიმე წამში ტელეფონზე უნდა მომსვლოდა მესიჯი ციფრული კოდის სახით, რომლის ბანკში წარდგენისას ფულის მიმღები აიღებდა თანხას;

ბანკმა ამ ოპერაციაში დაამატა საკუთარი საკომისიო 2 ლარი და ეს თანხა (" გადარიცხული" +2 ლარი) ჩამომაჭრა ანგარიშიდან...

გავიდა თითქმის საათი-არავითარი კოდი არ მომსვლია მესიჯით... დავრეკე ცხელ ხაზზე და .. დღეს შაბათია და ორშაბათამდე ვერაფერს ვერ გიშველითო..

მეთქი-შევამოწმებ სისტემას და ისევ იმავე მიმღების სახელზე მინიმალური თანხა- 5 ლარი გადავრიცხე კიდევ.. ბანკმა ისევ დაამატა საკომისიო 2 ლარი და შვიდი ლარი ჩამომაჭრა ანგარიშიდან...

რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვეაში მიმიღია ციფრული კოდი ბანკში წარსადგენად...

ამასობაში ეს ხალხი(ვისაც ფულს ვუგზავნიდი) - დაიხოცა მშიერი უფულოდ თითქმის!

ორშაბათს მივედი ბანკის ფილიალში და მოვყევი ეს ყველაფერი(ცხელმა ხაზმა ვერაფერი ვერ მიშველა და ესღა მირჩია)...

უნდა შევავსოთო განაცხადიო და ეს ბავშვი მთელი საათნახევარი აკაკუნებდა კლავიატურას - კაცი განცხადებას კი არა, მომცრო ტანის მოთხრობას დაწერდა ამ დროში...

როგორც იქნა დაამთავრა და - ხვალ იქნება პასუხიო -მახარა!
მეორე დღეს საღამოს დამირეკა იმავე გოგონამ და მესიჯით ორივე გადარიცხვის უკან დაბრუნების ციფრული კოდები გადმომიგზავნა- ნებისმიერ ფილიალში მიბრძანდით და აიღეთო...

.... „ გაუმართლა „ ამ ბანკის ფილიალს მოსკოვის გამზირზე( იქ მომისწრო ზარმა) და ვეწვიე ფულის დასაბრუნებლად...

- პირადობა ზუსტად უნდა დავადგინოთო ( მართვის მოწმობა მქონდა ხელზე მხოლოდ) და ... ერთი ლარი ვიდრე არ ამართვა- ხელი არ მოკიდა კლავიატურას...

მიიღო ჩემგან ეს მომსახურების ერთი ლარი და დაიწყო ამანც „რომანის წერა „

თხუთმეტი წუთის შემდეგ მახარა:
- ორივე თანხას დაგიბრუნებთ, ოღონდ საკომისიოს გარეშეო..

დავთანხმდი, სხვა რა გზა მქონდა... მაგრამ ცოტა ორი-სამი სიტყვა კი ვთქვი ვიდეოკამერაში მისი პატრონების საყურადღებოდ....

ეხლა რეზიუმე:

- ბანკმა - კი შემპირდა ,მაგრამ არ შეასრულა მისი ვალდებულება თანხის ერთი წერტილიდან მეორეში მიტანის შესახებ, თუმცა ამ მომსახურებისთვის ჩემგან გადასახადი (საკომისიო ) აიღო ორი ოპერაციისთვის ( 2+2= 4 ლარი);

- მთელი ხუთი დღის განმავლობაში ჩემი ფული იყო მის ანგარიშზე და იყენებდა კიდევ დამატებითი შემოსავლის მისაღებად( საბანკო ოპერაციებში) ისე, რომ მე ამის არც უფლება მიმიცია და არც მითხოვია მისთვის;

უფრო მეტიც, მან კი იშოვა ამ ჩემი ფულით კიდევ სხვა ფული,მაგრამ მე არათუ რაიმე პროცენტი მომცა, პირიქით - მის მიერ შეუსრულებელი ოპერაციის და გაურკვეველი მიზეზით(პირადობის დადასტურების საბაბით) კიდევ ამახია ფული, საბოლოოდ 5 ლარი !

და ბოლოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემი ორივეჯერ გადარიცხული თანხის ჯამი სულ 205 ლარი იყო, ამ თანხის თითქმის 4% მოიგო ბანკმა, მხოლოდ 4 დღეში , მხოლოდ და მხოლოდ მისი ვალდებულების შეუსრულებლობაში!!!

კითხვა „ზნატოკებს“ :

-ესეთი მხოლოდ „საქართველოში“ ხდება თუ სხვა ბანკებშიც ფეხზე ჰკიდიათ კლიენტის ინეტერესები???“

dle
loading...
4-08-2018, 09:53
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები