„ამ პლანს რომ მაწვდი, იცი, რომ ვანო ვარ მერაბიშვილი-მეთქი...“ - ამბავი მერაბიშვილზე, რომელიც აქამდე უცნობი იყო » LoLo.Ge
Image

„ამ პლანს რომ მაწვდი, იცი, რომ ვანო ვარ მერაბიშვილი-მეთქი...“ - ამბავი მერაბიშვილზე, რომელიც აქამდე უცნობი იყო

image
Загрузка...

მწერალი დავით ჩუთლაშვილი სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის მოგონებას აქვეყნებს:

ვანო მერაბიშვილის მოგონებიდან:

"ამასწინათ კახეთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი ჩასული. შეხვედრის შემდეგ, როგორც ქართველების წესია, სუფრასთან მიმიპატიჟეს. ქეიფის დროს ტუალეტში გასვლა მომინდა. ეზოში ჰქონდათ ხის ტუალეტი, რომელსაც გვერდით ხისავე ფარდული ჰქონდა. შევედი და აშკარად "პლანის" სუნი მცემს. გავიხედე და გვერდით ფარდულში ტიპი ზის და მოსაწევს ეწევა. აქედან ვკითხე მაგარია-თქო? იმანაც მომაძახა კი ძაანო. აბა მომაწოდე მეც გავსინჯავ-თქო. მომაწოდა და თან მოაყოლა: "იცოდე ძაან მაგარია და 2 ნაპასზე მეტი არ დაარტყა." გამოვართვი, ცოტა ხანი მეკავა და ისევ გადავაწოდე, თან დავუწყე რომ მაწვდი, რას მაწვდი, ან მკითხე ვინ ვარ, რა ვარ, საიდან ვარ, იქნება და პოლიციელი ვარ-მეთქი?
იმან მითხრა, რა იყო ვინ ხარ ამისთანა, ტვინი რომ გამიბურღეო.
მე ვუთხარი, ვანო ვარ მერაბიშვილი-მეთქი და ეგრევე მიპასუხა : "აი, ხო გითხარი, ძლიერია და ორ ნაფაზზე მეტი არ დაარტყა-მეთქი, რა..."
dle
loading...
4-08-2018, 01:23
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები