Image

რა აჩუქა ლევან შონიამ ივანიშვილის ძმას, რის გამოც ის გაბრაზდა?

image
Загрузка...

სვანეთში «სპეცნაზის» შევარდნიდან მეორე დღეს მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა ხუთი გუბერნატორი, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან შონია. ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენენ და მათ მუშაობისას კოორდინაციას სოზარ სუბარი გაუწევთ, რომელსაც სპეციალურად ახალი სამსახური შეუქმნეს.

ხმაური და მითქმა-მოთქმა მოჰყვა იმავე დღეს შონიას ასე უმტკივნეულოდ და წყნარად სახლში გაშვებას, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა, ქება-დიდება შეისხა და მშვიდად წავიდა. ზუგდიდელები ამტკიცებენ და ამ თემაზე «ალიაში» უამრავი მასალაც გამოგვიქვეყნებია, რომ ლევან შონია, წლების განმავლობაში ბევრ კორუფციულ სქემაში მონაწილეობდა, მას ბევრი დანაშაული მიუძღვის, აფხაზეთიდან ნარკოტიკის, რუსული აქციზის სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის კონტრაბანდულ სქემაში მონაწილეობის «თამადობით» და რომ ის სახლში კი არ უნდა გაუშვან, მასზე საქმე უნდა აღიძრასო. შონია კარგად გამოძღა, ზემოთაც კარგად აჭამა და სახრავიც და ბიზნესებიც კარგა ბლომად დაიტოვა, რატომ არ წავა, თუკი მას არაფერზე პასუხს არ მოსთხოვენო, - ამბობენ სამეგრელოში.

ვითომ ხე-ტყის უკანონო ჭრას გადაყოლილ გუბერნატორზე დიდი ხანია ვრცელდებოდა ვერსია, რომ მას მალე დაიჭერდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. სამეგრელოს მთიან მხარესა და სვანეთში ხე-ტყის უკანონო ჭრაზე თუა საუბარი, კარგად გვახსოვს შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ყველა მთავრობის პირობებში, ყოველთვის ასეთი ამბავი იყო, ჯოხი გაჭირვებულ მოსახლეობაზე ტყდებოდა, როგორც ახლა და სინამდვილეში მაღალი რგოლი მდიდრდებოდა ამ გზით. 90-იანებში ერთ-ერთი საგაზეთო მივლინების დროს, ლუგელას ხეობაში მთლად კოლონას შევეჩეხეთ, გადავიღეთ, ამბავი ავტეხეთ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არაფერი შეცვლილა, არავინ დასჯილა და ეს იმდენად შეუქცევადი პროცესი იყო და იმდენად მსუყე ფული კეთდება, ვერც ნაცის, ქოცისა და პეტრეს მოსვლამ ვერ შეაჩერა.

რაც შეეხება შონიას შემცვლელს, სამხარეო ადმინისტრაციაში ოფიციალურად აცხადებენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, ვის დანიშვნას გეგმავს პრემიერი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე. თუმცა არაოფიციალურად ახალი გუბერნატორის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად ნიკოლოზ გაგუა განიხილება.
dle
loading...
4-08-2018, 00:05
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები