„მე ახლა ვდგავარ, რომ ამოვიღო და გავაბოლო პლანი...“ – მიხეილ სააკაშვილი » LoLo.Ge
Image

„მე ახლა ვდგავარ, რომ ამოვიღო და გავაბოლო პლანი...“ – მიხეილ სააკაშვილი

image
Загрузка...

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რითიც მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, თანამედროვე პირობებში ადამიანის დაპატიმრება მარიხუანას მოწევისთვის სრულიად არასწორი და კონტრპროდუქტიულია. სააკაშვილის შეფასებით, ჯერ ციხეს ნარკომანი არ გამოუსწორებია.

“კიდევ ერთხელ მსუბუქ ნარკოტიკების, მარიხუანის დაკანონებაზე საქართველოში. ახლა ვიმყოფები ამსტერდამის პირველ “coffee shop” -ში აქ პირველად დაიწყო მარიხუანის გაყიდვა, სხვათა შორის თავის დროზე პოლიციის განყოფილება იყო, მერე ამ კაფის მფლობელებმა გამოისყიდეს ეს განყოფილება და გახსნეს მსუბუქი ნარკოტიკების რეალიზაციის კაფე. აქედან არცთუ ისე შორს ვცხოვრობ, მართალი გითხრათ, არასდროს ვყოფილვარ ამ კაფეში, ისვე როგორც ცხოვრებაში არ ვყოფილვარ არცერთ “coffee shop” -ში, მაგრამ არანაირი პრობლემა არ მაქვს იმ ხალხთან, ვინც აქ დადის. მე სხვა რამეზე მინდა გესაუბროთ.

ჰოლანდიაში ეს ყველაფერი რეგულირდება ძალიან მკაცრად. სადაც მე ახლა ვდგავარ, რომ ამოვიღო და გავაბოლო “პლანი”, პოლიცია მოვა და დამაჯარიმებს, შიგნით არანაირი პრობლემა არ არის. ჰოლანდიაში ამ ადგილების გარდა აკრძალულია ნარკოტიკებით ვაჭრობა და გავრცელება, აღარ ვსაუბრობ მძიმე ნარკოტიკებზე, რაზეც ძალიან მკაცრი რეგულაციებია. ასევე, მთლიანობაში აკრძალულია ნარკოტიკების მოყვანა და კულტივირება. ამას წინათ შვედეთიდან შემხვდა ერთი ბიჭი მატარებელში, ეტყობა რეგულარული მომხმარებელია და მომიყვა, როგორ დააკავა 3-ჯერ პოლიციამ სტოკჰოლმში “პლანის” მოწევისთვის და 2-ჯერ დააჯარიმეს, ძალიან მეწუწუნა.

ამ საზოგადოებებში მოქმედებს მკაცრი საკანონმდებლო ფარგლები. კატეგორიულად არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ თანამედროვე პირობებში ადამიანის დაპატიმრება “პლანის” მოწევისთვის სრულიად არასწორი და კონტრპროდუქტიულია. ჯერ ციხეს ნარკომანი არ გამოუსწორებია და მითუმეტეს, მსუბუქი ნარკოტიკები არაფერ შუაშია”,- განაცხადა სააკაშვილი.
dle
loading...
3-08-2018, 17:18
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები