Image

ნახეთ, რას ამბობს დედა, რომელის შვილმაც მაქსიმალური ქულა მიიღო ზოგად უნარებში

image
Загрузка...

დღეს ცნობილი გახდა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები და გაირკვა, რომ მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აიღო უმაღლესი - 80 ქულა. საუკეთესო შედეგი თბილისის 55-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ დევი ონინიანს ეკუთვნის, რომელიც სამედიცინოზე აბარებს.

როგორც mshoblebi.ge - სთან საუბარში დევის მშობელი, ლალი ბუხრაშვილი აღნიშნავს, ასეთი შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან შვილის წარმატებაში დარწმუნებულნი იყვნენ.

- დევის წარმატების მოლოდინი ნამდვილად გვქონდა, გვჯეროდა, რომ ზუსტად 80 ქულას აიღებდა, მაგრამ ამის დაჯერება მაინც ძნელი იყო წინასწარ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად სწავლობდა მთელი წლების განმავლობაში. იგი განსაკუთრებით
საბუნებისმეტყველო საგნებისკენ იყო მიდრეკილი.
dle
loading...
2-08-2018, 23:02
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები