Image

კახი კახიშვილს ვერ ავირჩევთ გვენეტაძის ადგილას?

image
Загрузка...

სოციალური ქსელის მომხმარებელი მანჩო გიორგობიანი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს:

კახი კახიშვილს ვერ ავირჩევთ გვენეტაძის ადგილას?

ისე, რაღაც-რაღაცეები მაგრად მიკვირს თეა წულუკიანის და გამაკვირვა ახალმა პრემიერმაც.. რა ლოგიკაა, ყველაზე წარუმატებელმა სამინისტრომ შეიერთოს ყველაზე წარმატებული სამინისტრო და კახიშვილი არ დაინიშნოს მინისტრად, ხოლო წულუკიანი მოადგილედ (თუ მაინცდამაინც იუსტიციაში უნდა) ძალიან დიდი უსამართლობაა ჩემი აზრით და ამით, პირველ რიგში, ქვეყანა წააგებს ...
არ გეგონოთ წულუკიანს ვერჩოდე, ყველას ახსოვს ალბათ, "ჩემ რკინის გოგოშკას " ვეძახდი, მაგრამ გაჩნდა ბევრი მაგრამ...

გაუგებარია, იუსტიციის მინისტრმა არ დაიცვას საუკეთესო თანამშრომელი პაპუნა უგრეხელიძე, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინის სისტემა , რისთვისაც იუსტიციის სამინისტროს უკიდეგანო პიარი უნდა გაეკეთებინა, თუნდაც იმიტომ , რომ მერე, სააკაშვილმა ვაშაძის იუსტიციის სახლის დამსახურებად არ გვატენოს ეს უნიკალური სისტემა, ეს კიდევ ცალკე პარადოქსია...
პაპუნა უგრეხელიძესთვის , მართლა მხოლოდ "ციყვო"_ს გულისთვის სამსახურის დატოვებაზე ხელის მოწერა, არც ვიცი რას მივაწერო, რამეში დამნაშავე რომ ყოფილიყო ეს უნიჭიერესი და სამსახურში ყველასთვის საყვარელი ადამიანი (უგრეხელიძე). რომელსაც "ციყვმა" მესხიძემ (8 თვის მერე რომ გაახსენდა "შეურაცხმყოფელი" ციყვობა) იმიტომ უჩივლა, რომ მისი მეუღლე გააგდო სამსახურიდან, იმიტომ , რომ ნასვამმა და ძაღლით ირბინა სამსახურში. მთელის იუსტიციის სახლი მას დასდევდა.. (არ უნდა მოეხსნა პაპუნა უგრეხელიძეს , ეტყობა, თავზე ხელი უნდა გადაესვა, რადგან ოდესღაც მესხიძესთან მეგობრობდა და ბევრჯერ გააფრთხილა მეუღლეზე? თან, არ ყოფილა პირველი შემთხვევა, ამის მერე გახდა "ციყვო" "სექსუალური შევიწროება" და წულუკიანმა თითიც კი არ გაანძრია იუსტიციის სახლის არაჩვეულებრივი , ნოვატორი, მიწის რეფორმის ავტორი , ბლოკჩეინის უნიკალური სისტემის და კიდევ, ბევრი სხვა სიახლის დამნერგავი დირექტორის - პაპუნა უგრეხელიძის დასაცავად.. ასეთი რა შეაშინეს ნაცანალებმა?!...

აი, ეს ის არის, რასაც არასდროს გააკეთებს და ვერც გააკეთებინეს ნაცანალებმა კახა კალაძეს, როდესაც მოსთხოვეს ნუგზარ ჭონქაძის გათავისუფლება ფეისბუქმომხმარებელი სულიკო კედელაშვილობისთვის , რასაც არც ნუგზარი მალავდა.. არ იყო ეს კაცი დამნაშავე და კახაც ბოლომდე დაუდგა... იმიტომაც ვცემ დიდ პატივს და ყველანაირად ვგულშემატკივრობ ქალაქისთავს, მით უმეტეს, რომ კარგად უძღვება ჯერჯერობით...
.
ჩემთვის გაუგებარია თეა წულუკიანის საქციელები და ასევე გაუგებარია, რას მიკეთებს იუსტიციის სამინისტროს პიარი, როდესაც მიშა სააკაშვილმა 9-ჯერ მიიბრალა ბლოკჩეინის ავტორობა, ისე ახსენებს, გეგონება ვაშაძის შემოტანილი იყოს, არადა, კონკრეტულად და თავიდან ბოლომდე პაპუნა უგრეხელიძის დანერგილია ეს უნიკალური სისტემა...

სასამართლო რეფორმა და პროკურატურა რა დღეშია, ეს კიდევ ცალკე დიიდი თემაა.. მოკლედ ყოვლად წარუმატებელი სამინისტრო... სტრასბურგში თუ კარგად გამოდის საქართველოს დასაცავად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაერთიანებულ ორ მონსტრ სამინისტროს უხელმძღვანელებს, ერთისთვის ვერ მიუხედავს და ორს გამართავს? სასჯელაღსრულების სისტემის დალაგება და სტაბილურობის შენარჩუნება ლობიოობა ხომ არ გგონიათ თქვენ?!...

ჩემთვის გაუგებარია ეს ყველაფერი, რა პრეტენზიებია და რა ბავშვური ფეხების ბაკუნი "ეს არ მინდა, ის მინდაზეა" მთელი ქვეყანა?!... საერთოდ, ოცნებაში, გაკლიათ გუნდურობა და ერთმანეთის გატანა....

კახიშვილზე უკვე ვთქვი, რა ვიცი, პირადად მე, თეა წულუკიანის ადგილას, კახის კახიშვილის მინისტრობის ქვეშ, მოადგილეობას დავჯერდებოდი, გამიხარდებოდა კიდეც, ბევრ რამეს ვისწავლიდი მისგან, რადგან აშკარაა კახიშვილის დიიდი უპირატესობა... ხალხის სიყვარულზე და აღშფოთებაზე რომ აღარაფერი ვთქვა, კახიშვილის , ჩვენთვის გაუგებარ პოზიციაზე დანიშვნის გამო...

ამის გამო, დიდი მინუსი ახალ პრემიერს ჩემგან და ალბათ, ბევრი ჩემი მეგობრისგანაც...
დანარჩენს შევხედავ და საბოლოო დასკვნას მერე დავდებ...

dle
loading...
2-08-2018, 22:39
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები