Image

რატომ შეცვალა „ოცებამ“ გადაწყვეტილება? _ სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ზურაბ პოლოლიკაშვილი

image
Загрузка...

„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშილს შესაძლოა, მხარი აღარ დაუჭიროს. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ კონფიდენციალურმა წყარომ მმართელი გუნდიდან შეატყობინა. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატის მიმართ, უმრავლესობის წევრებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ და ამბობენ, რომ ის მძიმე ხასიათის ადამიანია.

ამიტომ, „ოცნება“ პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატს ეძებს, რომელსაც ზურაბიშილის მსგავსად დიპლომატიური ბეგრაუნდი ექნება.
ამ ეტაპზე, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გარკვეული მოკლაპარაკებები მიმდინარეობს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივანი ზურაბ პოლოლიკაშილი. პოლოლიკაშვილთან ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ ორი-სამი თვის წინ გამართულა.

მართალია, პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ არ მიღებულა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, პოლოლიკაშვილი საქართველოში აგვისტოს შუა რიცხვებში ჩამოვა და მის შესაძლოა კანდიდატობასთან დაკავშირებით პირველ საჯარო განცხადებას სწორედ ამ დროისთვის გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ პოლოლიკაშვილს 2009-2011 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი ეკავა. უფრო ადრე კი ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

წყაროს ინფორმაციით, პოლოლიკაშვილს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, „ოცნება“ არ დაასახელებს. ის შესაძლოა, დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს, მაგრამ მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს.

ნიუპოსტი
dle
loading...
2-08-2018, 12:52
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები