Image

„მან ქართველ და უკრაინელ ხალხს სახეში შეაფურთხა...“ - პუტინი სააკაშვილზე

image
Загрузка...

"ეს ქართველი და უკრაინელი ხალხის მიმართ სახეში შეფურთხებაა. როგორ ითმენთ ამას? ის იყო საქართველოს სახელმწიფოს პრეზიდენტი, ახლა კი დარბის მოედნებზე და ყვირის – მე უკრაინელი ვარ. რა, უკრაინაში ნორმალური უკრაინელი აღარ გყავთ? ეს ძალიან საცოდავი საყურებელია. გული მეწვის“, - განაცხადა რუსეთ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე.

ოდესის ყოფილ გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

კიევში, ოდესის ყოფილი გუბერნატორი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა. იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები არ აპირებენ უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქის დაშლას.

dle
loading...
14-12-2017, 16:06
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები