Image

" 2 თვეში ველოდებით ბიჭს, ერთ სახელზე შევჩერდით" - მაკა ჩიჩუამ ორსულობის შესახებ მესამე თვეში შეიტყო

image
loading...

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი მალე მეორე შვილის მოლოდინში არიან. პატარა 2 თვეში დაიბადება. როგორც მაკა ჩიჩუამ "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა, რომ ბიჭისთვის სახელი უკვე შერჩეული აქვთ.
გთავაზობთ, ნაწყვეტს პირველი ლედის ინტერვიუდან:



როდის ელოდებით ბავშვს?
- 2 თვეში ველოდებით ბიჭს.

- სახელი შერჩეული გაქვთ?
- კი, შევჩერდით ერთ სახელზე, მაგრამ არ გეტყვით, იყოს სიურპრიზი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი სახელია, რომ თემოს უხდება. ახლა იფიქრეთ რა შეიძლება, რა სახელი შევურჩიეთ.
-როგორ ლოდება თემო ძმის დაბადებას? ხომ არ ეჭვიანობს?- ჯერ არა, ვერ აცნობიერებს, მაგრამ მეფერება მუცელზე. ვუხსნი , აქ შენი ძმა ზის, პატარაა, მოდი და მოეფერე-მეთქო.

- თქვენი ემოცია როგორია?
- თემო ძალიან დაგეგმილი ბავშვი იყო, ველოდებოდით, 2 თვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ეს სრულიად მოულოდნელად გამოგვეცხადა... 3 თვისამ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი.

- რა რეაქცია ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს?
- ძალიან გაუხარდა... ჩვენთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში სასურველია. dle
loading...
14-12-2017, 14:23
-
---
კომენტარები


loading...
რეკლამა
loading...
უცნაური ამბები