2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ნახეთ, გაგიმართლებთ თუ არ თქვენც » LoLo.Ge
Image

2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ნახეთ, გაგიმართლებთ თუ არ თქვენც

image
Загрузка...

ასტროლოგიაში შეყვარებულთა მფარველი არის მზე. სიყვარული მზის ენერგიით დამუხტვაა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ბედნიერი,მხიარული,შემოქმედებითი ადამიანები გავხდეთ და ის ადამიანები გავაბედნიეროთ, ვინც გვიყვარს.

სიყვარული იმპულსს იმ ფაქტზე იძლევა, რომ ადამიანმა უფრო სრულად გამოხატოს თავისი შინაგანი პოტენციალი, აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები და ცხოვრებაში რაღაც შეცვალოს.

თითოეულ ადამიანს სიყვარული და სიყვარულის ობიექტი ხელს უწყობს გარკვეული შესაძლებლობების გამოვლენაში, ხასიათის გარკვეულ მახასიათებლების განვითარებაში, ამა თუ იმ საქმიანობაში წარმატების მიღწევაში. ეს ნიმუშები შეიძლება გათვლილი იყოს ასტროლოგიური სისტემის ცოდნის გამოყენებით.
ძაღლი -ვერ იტანს ღალატს. ასე რომ, ვინც ამ წელს გვერდზე გაიხედავს, წლის დიასახლისის რისხვას დაიმსახურებს. მისი უპატიოსნო ქცევის კარმის შედეგი იქნება: ფინანსური პრობლემები, კარიერული ჩავარდნები და მეგობრებთან კონფლიქტები.

ვერძი

2018 წელი- ვერძისთვის კარგი იქნება. ნათელი, თავბრუდამხვევი მომენტები არ ექნება, მაგრამ ჰარმონიული სტაბილური ურთიერთობების განვითარების დადებითი ტენდენცია იარსებებს. წელიწადი მთავრდება დაქორწინებით, საქორწილო ცერემონიებით და ნიშნობებით.

ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი პარტნიორის პასიურობას განიცდის. სადავეების ხელში აღება მოგიწევთ, რათა უკეთ გაუგოთ თქვენ მეორე ნახევარს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს მიმართ გრძნობა არ აქვს. უბრალოდ, ადამიანი ჯერ კიდევ მზად არაა, რომ რაღაც შეცვალოს და სარგებლობს სტაბილურობით.
ვერძებთან ურთიერთობის დაკანონების მსურველებს მოუწევს პარტნიორს სერიოზული ურთიერთობისკენ უბიძგოს. ვერძის ნიშანი ხასიათდება ტემპერამენტით. 2018 წელს უფრო თავშეკავებული უნდა იყოთ, ძალადობრივმა კონფლიქტებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს არა მხოლოდ თქვენ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, არამედ შეიძლება საქმე განქორწინებამდეც მივიდეს.

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ექნებათ ურთიერთობების დამყარების რამდენიმე შანსი. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ რომანტიული ურთიერთობა უკვე არსებულ მეგობართან დამყარდეს. შეეცადეთ რომანტიული საიდუმლო ცოტა ხნით შეინახოთ, რაც მას საშუალებას მისცემს სერიოზულ ურთიერთობაზე იფიქროს.

კურო

ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, 2018 წლის ხელსაყრელი სიყვარულის ჰოროსკოპი, არ აიგნორირებს კუროებს. ძაღლის წელიწადი ხელს შეუწყობს ამ ნიშნის წარმომადგენლებს იყონ ყურადღების ცენტრში და უნივერსალურ თაყვანისმცემლების გარემოცვაში. თქვენ მოიპოვებთ როგორც ნაცნობების, კოლეგების, აგრეთვე საიდუმლო უცნობების უთვალავ სიმპათიებს. გამოიყენეთ ეს პერიოდი, ურთიერთობების დასალაგებლად, ახალი ურთიერთობის მოსაპოვებლად და ხალხთან საერთო ენის საპოვნელად.

ამ ნიშანის თავისუფალი წარმომადგენლები, როგორი კარჩაკეტილებიც არ უნდა იყონ, მეტი დრო სახლიდან გარეთ უნდა გაატარონ, წავიდნენ სტუმრად, დაუკავშირდნენ და გააფართოვონ თავისი ნაცნობობის წრე. ვარსკვლავები ურჩევენ, რომ კურო ყურადღებით უნდა მიუდგეს პარტნიორის არჩევას, იყავით ფრთხილად, რაგინდ თავბრუს არ უნდა გახვევდეს საკუთარი პოპულარობა. ვუფრთხილდეთ მერკანტილურ პიროვნებებს. თქვენთვის, საოფისე რომანი, ასევე არ არის საუკეთესო ვარიანტი. შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს კარიერაზე.

ოჯახური კურო სამაგალითო დასაყრდენია. შენი სიბრძნე და სიმშვიდე ოჯახის ჰარმონიის გასაღები იქნება. თუ წლის დასაწყისში კურო კვლავ გარკვეულ სიჯუიუტეს ავლენს, გაზაფხულზე სიტუაცია მთლიანად სტაბილურია. ვენერა კუროების ურთიერთობებში ნდობასა და სიმშვიდეს უწყობს ხელს.

ტყუპები

ძაღლის წელიწადი ტყუპებს მოუტანს მრავალფეროვან საინტერესო ნაცნობობას, რომანტიკულ გამოცდილებას და შეხვედრებს. ვარსკვლავები იმედოვნებენ, რომ ეს შეხვედრა ამ ნიშანით დაბადებულისათვის საბედისწერო იქნება. თქვენ ყველა შანსი გაქვთ, რომ სერიოზული ურთიერთობა გქონდეთ, და კიდევაც დაქორწინდეთ.

ეს ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს იმიტომ, რომ ტყუპები ღრუბლებში დაფრინავენ და თავიდან პარტნიორის განზრახვის სერიოზულობას ვერ ხედავენ. არ გამოტოვოთ შანსი იყოთ ბედნიერი, ეს წელიწადი ძალიან სასარგებლოა ქორწინებისთვის. იყავით უფრო ყურადღებიანი ხალხის მიმართ. სავარაუდოდ, უკვე ნაცნობი ადამიანი გაიძულებთ თავისი თავი სხვა თვალით დაგანახოთ.

ოჯახური წყვილები პრობლემების წინაშე დადგებიან, რადგან სხვა ადამიანი შემოიჭრება მათ ურთიერთობაში. არ გაამწვავოთ სიტუაცია, მით უმეტეს, თუ ადამიანები, რომელთაც სურთ "დახმარება" - თქვენი ნათესავები ან მეუღლეების ნათესავები არიან. იყავით თავაზიანი და ზღვარს არ გადასცდეთ, რომლის ფარგლებშიც მზად ხართ მოუსმინოთ რჩევებს. მამაკაცმა - ტყუპებმა გვერდზე არ უნდა გაიხედონ. ამით პრობლემა არ მოგვარდება, მხოლოდ სინდისი შეგაწუხებთ.

კიბო

2018 წელს კიბოებს სამუშაო და საოჯახო პრობლემების მოგვარება წალეკავს. ასეთი ვითარება რომანტიკულ დამოკიდებულებას ხელს ვერ შეუწყობს. ამ ნიშნის რამდენიმე წარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, შეიცვალოს სამსახური, საცხოვრებელი ადგილი და ყველაფერი ნულიდან დაიწყოს. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საბაბი, რომ შეწყვიტოს მოსაბეზრებელი და გაურკვეველი ურთიერთობა, ან მოშორდეს შემაშფოთებელ მეგობარს.

ვარსკვლავები კიბოებს რეკომენდაციას უწევენ თავიანთი ნაჭუჭიდან გამოვიდნენ და მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად გაატარონ დრო. უფრო გახსნილები იყავით ხალხთან. შეიძლება ამან ურთიერთობამდე არ მიგიყვანოთ, მაგრამ აუცილებლად დაგეხმარებათ უფრო გულღია გახდეთ და სასარგებლო ნაცნობობა გააბათ. ამ წელს ჩამოყალიბებული ურთიერთობები გარკვეულწილად ნელა ვითარდება, ალბათ, დაიწყება მეგობრობით.

ვარსკვლავები კიბოებს დაქორწილებას არ პირდება, თუმცა არსებულ ურთიერთობებში თავს კმაყოფილად იგრძნობთ. წყვილებისთვის, ძაღლის წელი წყნარი და მშვიდობიანი იქნება. შეიძლება გრძნობები არ ბობოქრობდეს, მაგრამ თქვენ დარწმუნებული იქნებით პარტნიორში, თავს კარგად და მშვიდად იგრძნობთ. მოგინდებათ წასვლა მეუღლესთან ერთად, დიდი ხნის ნანატრ მოგზაურობაში, რისთვისაც გექნებათ დრო და საშუალება.

ლომი

შეყვარებულ ლომებს ძაღლის წელიწადში თავის შეკავება მოუწევთ. ძაღლი არ მოითმენს თქვენს სხვასთან ურთიერთობას, ეს არ გამოგივათ. უნდა გააკეთოთ არჩევანი - გააგრძელოთ მრავალფეროვანი კავშირები, თუ ერთ ადამიანს დაუკავშიროთ ცხოვრება.

განსაკუთრებით ეს ეხება ოჯახურ ნიშნებს, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დაიღალენ რუტინით და არა არიან წინააღმდეგი სხვისკენ გაიხედონ. ასეთ გამოსვლის გამო, თქვენ სერიოზულად გეზღვევათ, არა მხოლოდ გაბედული ურთიერთობით ოჯახის მიმართ, არამედ ჯანმრთელობითაც.

მარტოხელა ლომები მიიღებენ სიყვარულის შანსს, თუ ისინი გაცვეთილ რომანში არ გაცვლიან მას. შენი ნახევარი შეიძლება საკმაოდ უჩვეულოდ მოგვეჩვენოთ სხვა საინტერესო სიტუაციებთან შედარებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს არ შეესაბამებით, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობს ორივეს ნაცნობობის წრის გაფართოებას.

ქალწული

2018 წელს ქალწულისთვის რომანტიკული ურთიერთობა, გარკვეულწილად ორაზროვანი იქნება. მათ გაუძნელდებათ ურთიერთობის დამყარება და თავიდან აიცილებენ კომპანიებს. ეს კი უბუძგებს მათ მარტოობისკენ.

ამიტომ, მათ, ვისაც სურთ, რომ ურთიერთობა, უფრო გახსნილი უნდა იყოს, იფიქრეთ იმიჯის შეცვლაზე. თავი უნდა დაანებოთ პესიმიზმს და უფრო კომუნიკაბელური და მეგობრული გახდეთ, მაშინ არ მოგაკლდებათ საპირისპირო სქესის ყურადღება.

გარეგნული ცვლილებები გამოიწვევს შიდა ცვლილებებსაც. ქალწულ-ქალებს იოგით ან რელიგით დაკავდება მოგიწევთ, მაგრამ ყველაფერი ზომიერად უნდა შეინარჩუნოთ.
ქალწული, რომელიც შეძლებს თავი დააღწიოს კარჩაკეტილობას, ნასიამოვნები დარჩება თავისი შესაძლებლობებით და საპირისპირო სქესის წარმომადგენლის წინაშე პოპულარობით. არასერიოზულ უთიერთობებს მოერიდეთ, რადგან ამ ნიშნის წარმომადგენლები სერიოზული განცდებისა და ურთიერთობისთვის იბრძვიან. ვარსკვლავები ამბობენ, რომ სრულიად შესაძლებელია ასეთი ადამიანი იპოვნოთ.

კითხვის გაგრძელება და ყველა ზოდიაქოს ნიშნის ნახვა... dle
loading...
13-12-2017, 20:57
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები