Image

„ვენები ჰქონდა გადაჭრილი, სისიხლისგან დაიცალა,“ - რატომ მოიკლა თავი 35 წლის ადვოკატმა

image
loading...

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ნიუპოსტს“ უყვებიან, ახალგაზრდა ქალს ვენები ჰქონდა გადაჭრილი.
„ამბობენ, სისიხლისგან დაიცალა, ვენები ჰქონია გადაჭრილი, არ ვიცი, რა მოხდა,“ - ამბობს ქარსელაძის მეზობელი, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა. მისივე ვარაუდით, 35 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თინა ქარსელაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოსტზე 2009 წელს დაინიშნა. მანამდე, 2005 წლიდან 2009 წლამდე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კოორდინატორის თანამდებობაზე მუშაობდა.

dle
loading...
13-12-2017, 12:34
-
---
კომენტარები


loading...
რეკლამა
loading...
უცნაური ამბები