Image

„მიხარია, რომ ბაბუმ გაიცნო ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს" - ირმა გიგანი შეყვარებულია

image
loading...

ახალგაზრდა პიანისტი ირმა გიგანი შეყვარებულია - ამის შესახებ პიანისტმა „სარკესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი რჩეული ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი ოთო შალიკაშვილია. როგორც აღმოჩნდა, წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ კონცერტზე გაიცნო.

ირმას თქმით, ბედნიერია, რომ მისი რჩეული ბაბუას გააცნო. ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი ერთი თვის წინ გარდაიცვალა. ირმას თქმით, ბაბუას ოთო ძალიან მოეწონა.

„ადამიანს, რომელიც მე ძალიან მიყვარს , ბაბუ იცნობდა. როცა უკვე საჭირო იყო, გავაცანი და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ძალიან მიხარია, რომ მოესწრო და გაიცნო.

ოთო ციფრული მარკეტინგის სპეციალისტია, ძალიან საინტერესო ადამიანია. აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროში ტრილებს, მაგრამ დაინტერესებულია მუსიკით და ამაშიც ძალიან ნიჭიერია,“ - ამბობს პიანისტი.

dle
loading...
13-12-2017, 11:20
-
---
კომენტარები


loading...
რეკლამა
loading...
უცნაური ამბები