ამოწყდა ფაქტობრივად ოჯახი, ამ კვირაში მამის ორმოცი ჰქონდა მარის,-გორში გარდაცვლილი დედა-შვილის საქმის ახალი დეტალები » LoLo.Ge
Image

ამოწყდა ფაქტობრივად ოჯახი, ამ კვირაში მამის ორმოცი ჰქონდა მარის,-გორში გარდაცვლილი დედა-შვილის საქმის ახალი დეტალები

image
Загрузка...

გორში, გუშინ გარდაცვლილი დედა-შვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მეზობლების განცხადებით, წინა დღეს ოჯახში სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო გამოძახებული. შეუძლოდ თავს 22 წლის გოგო გრძნობდა. ექიმების დასკვნით, მას მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდა.


მათი თქმით, ღამის პირველ საათამდე სახლში სტუმრები იყვნენ, თუმცა შემდეგ დედა-შვილმა თავი უკეთ იგრძნო და მარტო დატოვეს. დილიდან კი, მათთან დაკავშირება ვეღარ ხერხდებოდა.

გარდაცვლილები აივნიდან გადასულმა არასრულწლოვანმა იპოვა.


ასევე, მეზობლების თქმით, იდენტურ ვითარებაში 40 დღის წინ გარდაიცვალა მამაც. თუმცა, მაშინ მიზეზთან დაკავშირებით ეჭვი არ გასჩენიათ, რადგან მამაკაცს გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

გორში გარდაცვლილი დედა-შვილის ამბავს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე გამოეხმაურა:

“ამოწყდა ფაქტობრივად ოჯახი, ამ კვირაში მამის ორმოცი ჰქონდა მარის.

ეს რა უბედურება ხდება, ღმერთო ჩემოო. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სიტყვები უძლურია საშინელება მოხდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გორში, ჭალის დასახლებაში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს, ვარაუდობდნენ, რომ მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა იყო, თუმცა, როგორც გაირკვა, გაზი ოჯახს შეყვანილი არჰქონდა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

გოგონას სახელი მარიამ ხოხაშვილია, იგი 24 წლის იყო, ხოლო დედა თამრიკო ავალიშვილი – 54-ის.

,,რომ შევედი ოჯახში ასეთი სიტუაცია დამხვდა, სახლში გაზი არ აქვთ შეყვანილი, გარდაცვლილებს არც რაიმე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ. სამწუხაროდ ვერაფერს ამბობენ გარდაცვლილის მეზობლები და ახლობლები, ასე რომ დაველოდოთ რას დაადგენს გამოძიება”– განაცხადა გორის მერმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. dle
loading...
13-12-2017, 09:16
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები