Image

გორში, დედა-შვილის გარდაცვალებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - „გოგოს საქმროც ჰყავდა...“

image
loading...

გორში, ჭალის დასახლებაში გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრებს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება. მოგვიანებით მათ სოფელ ქიწნისში გადაასვენებენ. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მათი დაღუპვის მიზეზი.

მეზობლების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დედა-შვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, გარდაცვლილი გოგოს საქმრო და მეზობელი ბინაში აივნიდან შევიდნენ და ცხედრები აღმოაჩინეს. არც ერთ მათგანს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

ბუნებრივი აირის გაჟონვას მეზობლები გამორიცხავენ, რადგან ბინაში გაზი შეყვანილი არ იყო.

ცნობილი გახდა, რომ გოგოს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ცუდად გახდა და მას სასწრაფოს ექიმებმა პირველადი დახმარება გაუწიეს. 22 წლის გოგოს აღენიშნებოდა ემოციური მდგრადობის დარღვევა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, შესაბამისად, მისი ჰოსპიტალიზაცია მაშინ არ გახდა საჭირო.

გორში, ჭალის დასახლებაში გარდაცვლილი დედა-შვილი 11 დეკემბერს იპოვეს.
dle
loading...
12-12-2017, 23:48
-
---
კომენტარები


loading...
რეკლამა
loading...
უცნაური ამბები