Image

„მეგობრებო ვაქვეყნებ აქამდე უცნობ ვიდეოს. ამირან (ბუტა) რობაქიძის დაღუპვის ამსახველ წუთებს“

image
loading...

გურამ დონაძე სოციალურ ქსელში ამირან (ბუტა) რობაქიძის დაღუპვის ამსახველი წუთების ვიდეოს აქვეყნებს.
"მეგობრებო ვაქვეყნებ აქამდე უცნობ ვიდეო კადრს. ამირან (ბუტა) რობაქიძის დაღუპვის ამსახველ წუთებს.
იძულებული ვარ ეს უმძიმესი კადრი გამოვაქვეყნო მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლოებზე მოსული ბრალდების ცრუ მოწმეები ყვებიან ისეთ ზღაპრებს, რომ თითქოს არაფერი არ უნახავთ და თითქოს ადგილზე დადასტურებულად ყოფნის მიუხედავად არ ახსოვთ იქ საკუთარი თავები.

კარგად დააკვირდით ვიდეო კადრს და მოუსმინეთ პატრულების იმ რეაქციებს, რაც იმ წუთებში ხდება.
ეს კადრი გადაღებულია კამერის გამორთვის გარეშე ანუ უწყვეტ რეჟიმში, სადაც უკვე ექსპერტიზებით დადასტურებულია რომ ეს კადრიც არ არის მონტაჟური და აქ ჩახატული ან რაიმე დადგმული სცენა რომ არაა.

ბოდიშს ვიხდი ამ მძიმე კადრების გამოქვეყნების გამო. და ვწუხვარ რომ ბუტას დედას და მამას ამ კადრებში დაფიქსირებულ პატრულებთან დღემდე კითხვები რომ არ აქვთ.. - რატომ აგინებდნენ იქ დაკავებულებს, რატომ ექცეოდნენ ასე მათ და რატომ ემუქრებოდა დღესაც მოქმედი პატრული ბესიკ კოტორაშვილი დაკავებულებს დახოცვით...

და ფაქტია რომ მეორედ გადაღებული "სცენის" ვერსია ბრალდების ყველა მოწმემ გამორიცხა და ამას ვერც ვერავინ დაადასტურებს ვინაიდან ბუტა რობაქიძე სანამ ცოცხლაია და სუნთქავს იარაღები უკვე ადგილზეა ნაპოვნი. ხოლო სამედიცინო ექსპერტიზით ბუტა რობაქიძე გასროლიდან 1 წუთსა და 02 წამში გარდაიცვალა.

პ.ს. ამ დროს იქ არც გურამ დონაძეა მისული. არც ზურაბ მიქაძე და არც ირაკლი ფირცხალავა", - წერს სოციალურ ქსელში გურამ დონაძე.


dle
loading...
12-12-2017, 18:22
-
---
კომენტარები


loading...
რეკლამა
loading...
უცნაური ამბები