Image

„ბუნებრივ აირს არ გაუჟონავს, ბინაში გაზი არც ყოფილა შეყვანილი...“ - დედა-შვილის გარდაცვალების ახალი დეტალები

image
Загрузка...

გორში, ჭალის დასახლებაში, სადაც ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს, გორის მერი კოტე თავზარაშვილი მივიდა.

მისი განცხადებით, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი კი ჯერ უცნობია, თუმცა ის ადასტურებს, რომ ბინაში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ იყო.

კოტე თავზარაშვილის თქმით, დედა-შვილი ახლობლებმა იპოვეს რადგან ისინი ტელეფონს არ პასუხობდნენ და კარს არ აღებდნენ. ნათესავები ფანჯრიდან შევიდნენ და მათ იპოვეს დედა-შვილი.

მეზობლების თქმით, კორპუსში გაზი იყო გაყვინილი, თუმცა მათ ბინაში არ ჰქონდათ. გარდაცვლილია 54 წლის დედა და 22 წლის გოგო. რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქალის მეუღლე დაიღუპა. გამოძიება თვითმკვლელობის მიყვანამდე მუხლით მიმდინარეობს.

dle
loading...
11-12-2017, 19:28
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები