Image

"ბაღში მასწავლებელი ჩემს შვილს ემუქრება, ზეიმზე არ გამოგიყვანო... ჰყავს ამორჩეული ბავშვები და იმათ სწყალობს" - დედის წერილი

image
loading...

mshoblebi.ge-ს არაერთი მკითხველი ეხმიანება პრობლემური საკითხის გაშუქების მიზნით. უმეტესად წერილობითი სახით მოგვმართავენ. ამჯერად წერილი ერთ-ერთმა მშობელმა მოგვწერა, რომელიც ბაღის აღმზრდელის მიერ დაჩაგრული შვილის ბედით არის შეწუხებული.

მშობელი ამ ეტაპზე საჯარო ბაღისა და აღმზრდელის ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს - იმედი აქვს, რომ წერილის გამოქვეყნების შემდეგ ბაღში მისი შვილის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მას გადაწყვეტილი აქვს ბაღის აღმზრდელის მიერ ბავშვების ჩაგვრის შესახებ შესაბამის უწყებას აცნობოს.

"ბავშვი არის ხუთი წლის. ბოლო დროს ბაღიდან დათრგუნული და ანერვიულებეული მოდის, ამბობს: "
მე არაფერი შემიძლია, მე არ გამომდის ცეკვა, მე არ გამომდის სიმღერა". რომ ვეკითხები, რატომ, დედიკო? - მპასუხობს: "ვმღეროდი და მითხრეს, გადადი უკანო, სახელს აღარ მეძახის მასწავლებელი, გვარით მომმართავსო..."
მასწავლებლის ასეთი საქციელის გამო ბავშვი რამდენჯერმე ამიტირდა. სულ იმას მეკითხება, მასწავლებელს რატომ არ ვუყვარვარ, მე ხომ ლამაზი კაბა მაცვია, მე ხომ ლამაზი გვირგვინი მიკეთიაო...

მე თურმე სხვანაირი ბავშვი ვარო...
ბავშვის ნათქვამს მაინც არ ვენდე, იქნებ რაღაცას აზვიადებს-თქო და მივედი მასწავლებელთან სასაუბროდ. ვთხოვე, ცოტა ემოციური ბავშვია და თუ რამეს ვერ აკეთებს, იქნებ ისე უთხრათ, რომ ამის გამო არ ინერვიულოს-მეთქი. აღმზრდელი დამპირდა, მეტ ყურადღებას დავუთმობო. გადის დრო და ბაღში აქვთ ზეიმი, ბავშვი ისევ ამბობს, მე სიმღერა არ შემიძლია, მასწავლებელმა მითხრა, რომ არაფერი გამომივაო...
რომ ვთქვა, ჩემი შვილი განსაკუთრებით კარგად მღერის-თქო, არა, მაგრამ როგორც ბაღის ბავშვები მღერიან, ისე მღერის, რამდენიმე ბავშვი დადის სხვადასხვა წრეზე და იმათ ადარებს ჩემს შვილს, ემუქრება, ბაღში ზეიმზე არ გამოგიყვანო...
ნეტავ, ანსამბლში გადაყვანას უპირებენ ამ ბავშვებს, ასე რომ თრგუნავენ?! ვუთხარი მასწავლებელს, როგორც გამოუვა, ისე გააკეთოს, ამის გამო ბავშვს ნუ ამინერვიულებთ-თქო. საქმე ის არის, რომ ცეკვის და სიმღერის მასწავლებელი კი არ მიმართავს ბავშვს ასე, თვითონ აღმზრდელი მასწავლებელი ცდილობს ჩემი შვილის დაჩაგვრას. ჰყავს ამორჩეული ბავშვები და იმათ სწყალობს. უკვე ხუთი წლის არის ჩემი შვილი, სკოლაში მიდის და სხვა ბაღშიც ვერ გადამყავს. როგორ მოვიქცე, არ ვიცი. ბოლოს რომ მივედი დასალაპარაკებლად, ვკითხე, ბავშვი რაში იღებს მონაწილეობას-თქო... იმიტომ დავინტერესდი, რადგან ბავშმა თქვა, ძიძამ მითხრა, შენ ლექსს არ ამბობო. დავინტერესდი და ვკითხე ძიძას, რატომ არ ამბობდა ბავშვი ლექსს, თუ არ იცის, მე ვასწავლი-თქო... მასწავლებელსაც ვკითხე, მაინტერესებს ბავშვი რაში იღებს მონაწილეობას-მეთქი... აი, ეგ ვკითხე თუ არა, დაიწყო ყვირილი, რა პრეტენზიებით მოდიხარო, ეს შენი შვილი სხვა ბავშვებთან ერთად რომ დააყენო, არაფრის გამკეთებელი არ არისო, ასჯერ უნდა ვუთხრა, რომ ერთხელ გააკეთოსო... ისე მიყვირა, სხვა მშობლებიც იყვნენ გარეთ, თან მეორე შვილიც მახლდა, სამი წლის, რომელმაც ტირილი დაიწყო, შეეშინდა, რომ ნახა, ვიღაც მიყვიროდა... არაფერს ვიტყოდი, ბავშვს რომ არ უნდოდეს ზეიმზე გამოსვლა, არ დავაძალებდი... სულ იმას ამბობს, მასწავლებელს თავი ვერ შევაყვარეო. მაინტერესებს, ამ ვითარებაში რა უნდა იღონოს მშობელმა, უნდა ჩაერიოს თუ არა ვინმე, როგორ ავუხსნა ბავშვს, რატომ არ ამბობს ლექსს ან რატომ არ მღერის... ამ ასაკში ხომ ბავშვის ემოციებს მის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს".

წყარო: mshoblebi.ge
dle
loading...
11-12-2017, 17:41
-
---
კომენტარები


loading...
რეკლამა
loading...
უცნაური ამბები