Image

რა წერილი აღმოაჩინა Zara-ს მაღაზიაში ნაყიდ სამოსში მყიდველმა, რომელმაც ის შოკში ჩააგდო

image
loading...

Zara-ს ერთ-ერთ მაღაზიაში მყიდველმა ნაყიდი სამოსში უცნაური წერილი აღმოაჩინა, სადაც კომპანიის მიერ დაქირავებული მკერავი წერდა, რომ გაწეულ სამუშაოში ხელფასს არ უხდიან.
„ეს სამოსი შენთვის მე შევკერე, მაგრამ სანაცვლოდ ჩემთვის ხელფასი არ გადაუხდიათ“, – წერია აღმოჩენილ წერილში.
როგორც ბრიტანული გამოცემა „ინდეპენდენტი“ წერს, ამ შინაარსის წერილი მყიდველმა სტამბოლში ზარას ერთ-ერთი მაღაზიაში აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, თურქეთის ქარხანაში დასაქმებული მკერავი ხელფასის გადაუხდელობასა და რთულ სამუშაო პირობებზე იტყობინებოდა.
საუაბრია ქარხანაზე Bravo Tekstil, რომელიც „ზარას” გარდა, Mango-ს და Next-ის სამოსსაც კერავს. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით 2200 მაღაზიისა და მილიონობით შემოსავლების მქონე კომპანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია მსოფლიოში, თუმცა როგორც ჩანს იქ ყველაფერი წესრიგში არ არის.
აღნიშნულთან დაკავშირებით Zara-ში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

განაგრძეთ კითხვა: https://bpn.ge dle
loading...
9-12-2017, 22:43
-
---
კომენტარები


loading...
რეკლამა
loading...
უცნაური ამბები