Image

„ჩემი შვილის კომპიუტერში, ლურჯი ვეშაპის ფოტო ვნახეთ...“ - გაუჩინარებული არასრულწლოვანის მამა

image
loading...

ქობულეთში დაკარგული 17 წლის გოგი დოლიძის ოჯახი ეჭვობს, რომ მეთერთმეტე კლასლის მოსწავლის გაუჩინარება საშიშ ინტერნეტთამაშებს უკავშირდებოდეს.

"7 დეკემბერს დილის ცხრა საათზე გავიდა სახლიდან სკოლაში და გაუჩინარდა. მას შემდეგ ყველგან ვეძებთ. პოლიციამ დაადგინა, რომ მისი ტელეფონი იმავე დღეს, სამ საათზე ქობულეთის ავტოსადგურთან გაითიშა. ვეჭვობ, ინტერნეტთამაშებს შეიძლება უკავშირდებოდეს. “ლურჯი ვეშაპის” ფოტო ვნახეთ მის კომპიუტერში, ჰქონია საეჭვო სტატუსებიც, თუმცა დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია”,-ამბობს მოზარდის მამა ზორბეგ დოლიძე.

არასრულწლოვანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შეტყობინება შსს-ში გუშინ შევიდა. ამ დროისათვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

dle
loading...
9-12-2017, 15:42
-
---
კომენტარები


loading...
რეკლამა
loading...
უცნაური ამბები