Image

„ამჯერად გეტყვით ნახვამდის!...“ - გია მაისაშვილის სულისშემძვრელი მიმართვა!!

image
Загрузка...

ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე გია მაიასშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"ამჯერად გეტყვით ნახვამდის! – წყნარი ოკეანის ამ სანაპიროს ულამაზესი დაისი აქვს, ქვიშაში ფეხშველა მოსეირნეს გეძახის, თითქოს ოკეანეში გიხმობს. ამის შემხედვარე ზიარების ხასიათზე ვდგები, ვგრძნობ უფალი სადღაც აქვეა, შენთანაა და გისმენს. და შენც როცა მარტოდ მარტო ცხოვრების უმკაცრესს გამოცდას ებრძვი, სიკვდილ სიცოცხლის ვიწრო ბილიკზე დგახარ უჩვეულო აზრები გსტუმრობს, განვლილ ცხოვრებას იგონებ, შენ თავს აკვირდები. როგორც წესი ტკივილს ერთმანეთს საყვარელი ადამიანები ვაყენებთ და ამის გაცნობიერება გზარავს. მერე ისევ ოკეანეს გასცქერი და იდუმალება გპასუხობს ღიმილით, ” ჩვენს შორის არავინაა ვისთანაც დემონს არ მიუკითხავს, არ უცხოვრია ბნელ ოთახში, მაგრამ მთავარი დემონთან არ ყოფნა კი არ ყოფილა სიბნელეში, არამედ ნამყოფს , სიბნელის მიტოვება და კვლავ ნათელში დაბრუნება თუ შეგძლებია?! სულში შემოჭრილ ნათელს გაემარჯვოს მუდამ! – წერსს გია მაისაშვილი.

dle
loading...
8-12-2017, 23:05
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები