Image

ძალიან სამწუხარო ამბავი: გამთენიისას მოკვდა ბათურა - თამაზ ელიზბარაშვილი

image
Загрузка...

ძაღლების თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"ბათურა მოკვდა! ბათურა ადამიანის გულგრილობამ მოკლა. მოკლა ჩვენში, ადამიანებში სიყვარულის და ერთგულების დეფიციტმა. მუხათწყაროში 5 წლის მანძილზე ბედნიერად ცხოვრობდა თავის მოხუც პატრონთან. პატრონს ერთი ქალიშვილი ყავდა, რომელიც იშვიათად ადიოდა ქალაქიდან მუხათწყაროში.
რამოდენიმე თვის უკან მოკვდა ბათურას მოხუცი პატრონი. დარჩა სახლი და ეზო ბათურას საპატრონოდ. დარდობდა ბათურა მოხუცის გარდაცვალებას. ერთი დღითაც კი არ დაუტოვებია სახლი და ეზო, ერთგულად იცავდა. გარდაცვლილი მოხუცის შვილმა გაყიდა სახლი. ახალმა მეპატრონემ, რომელმაც სააგარაკედ იყიდა, მიიყვანა იქ მუშები და სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ბათურა ერთმა კეთილმა მუშამ დაიმეგობრა, საჭმელსაც ის აწვდიდა.
სახლის ახალმა მეპატრონემ, რომ შეიტყო ძაღლი არისო უკვე მის კერძო საკუთრებაში (ეზოში) და უფრო მეტიც მისი მუშა აჭმევსო, მოითხოვა სასწრაფოდ ბათურას მოშორება იქიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა. გარდაცვლილი მოხუცის ქალიშვილიც გვემუდარებოდა გადაიყვანეთ თქვენთან თავშესაფარში. მე თბილისში , ნაქირავებში ვცხოვრობ და იქ ვერ ვიყოლიებო. წამოვიყვანეთ ბათურა.
პირველივე დღიდან ბათურამ უარი თქვა საჭმელზე და წყალზეც კი. გადასხმებით ვაცოცხლებდით.
ექიმმა გვითხრა ძაღლი აბსოლიტურად ჯანმრთელია. მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა მის მშობლიურ სოფელში, მის ეზოში დაბრუნება არისო. თუნდაც რამდენიმე დღით.
წავიყვანეთ ბათურა მუხათწყაროში. მივადექით მისი ყოფილი პატრონის ყოფილი ეზოს რკინის ჭიშკარს. გადმოვიყვანეთ მანქანიდან ძალა გამოცლილი ბათურა და დავაწვინეთ იქვე. ბათურამ იგრძნო თავისი ეზოს სიახლოვე, თითქოს ძალა მოემატა, თითქოს ცდილობდა ყუთიდან გადმოსვლას და ეზოში შესვლას. მაგრამ სამწუხაროდ სახლის ახალმა მეპატრონემ, ქალბატონმა თინამ, რომელსაც ვემუდარებოდით , რომ მხოლოდ 3 დღით მიეცა უფლება ბათურასთვის ეზოში ეცხოვრა, უარი გვითხრა. თუ ბათურა მომჯობინდებოდა მეოთხე დღეს ისევ უკან გადავიყვანდით თავშესაფარში. თუ მოკვდებოდა ჩვენ წავიყვანდით და დავმარხავდით, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისაგან. ზოგს შეუძლია სიკეთის კეთება, ზოგს არა. წამოვიყვანეთ უკან. მუხათწყაროდან თავშესაფრამდე ტიროდა ბათურა. ის სამუდამოდ ემშვიდობებოდა მისი გარდაცვლილი პატრონის ნასახლარს. გამთენიისას მოკვდა ბათურა,"- წერს თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

dle
loading...
8-12-2017, 18:09
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები