Image

შოკისმომგვრელი შემთხვევა თბილისში, სავაჭრო ცენტრში ავტომობილი შევარდა და... (ვიდეო)

image
loading...

ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში. აღმაშენებლის ხეივანში, ავეჯის მაღაზია "ბელისაში" "ლექსუსის" მარკის ავტომობილი შევარდა.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებიან გამომძიებლები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

დაზიანებულია მაღაზიაში არსებული ინვენტარი. ავტომობილის მძღოლს ვიზუალური სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდება.


dle
loading...
8-12-2017, 15:33
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები