Image

„ლევანისა და დათოს მეგობარ ბიჭს 51-ე სკოლელი გოგონა უყვარდა... ამის გამო მოხდა უთანხმოება“

image
loading...

ლევანისა და დათოს მეგობარ ბიჭს 51-ე სკოლელი გოგონა უყვარდა. მერე 53-ე სკოლაში გადასულა და იქ სხვა ბიჭი შეუყვარდა, ამის გამო მოხდა უთანხმოება – ამის შესახებ ლევან დადუნაშვილის ახლობელი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, გოგონას შეყვარებულმა, რომელიც 53-ე სკოლელია, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეგობრებს სთხოვა, ჩართულიყვნენ გარჩევებში.

"ლევანისა და დათოს მეგობარ ბიჭს 51-ე სკოლელი გოგონა უყვარდა. მერე 53-ე სკოლაში გადასულა და იქ სხვა ბიჭი შეუყვარდა. ამის გამო მოხდა უთანხმოება. გოგონას შეყვარებული ძველ შეყვარებულს გოგოსთვის თავის დანებებას სთხოვდა. ამ ტრაგედიას წინ უძღვოდა საქმის გარჩევები. ეს 53-ე სკოლის პედაგოგების ყურამდეც მისულა და დამრიგებლებს ბიჭების მამები გაუფრთხილებიათ, შვილებისთვის ყურადღება მიექციათ. სამწუხაროდ, ასეთი რამე 51-სკოლის დირექციას არ გაუკეთებია – ბიჭების მშობლებმა ამ კონფლიქტზე არაფერი იცოდნენ… როგორც მითხრეს, ოთხ მოზარდს ჰქონდა დანა და ახლა მათი ვინაობის დადგენას ცდილობენ. ჩვენი ინფორმაციით, გოგონას შეყვარებულმა, რომელიც 53-ე სკოლელია, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეგობრებს სთხოვა, ჩართულიყვნენ გარჩევებში. როგორც მითხრეს, დაკავებული ახალგაზრდა, რომელმაც ლევანი მოგვიკლა, სწორედ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობს. იმავე სკოლის მოსწავლეა მეორე ბრალდებულიც, რომელსაც პოლიცია ეძებს", - აცხადებს ლევან დადუნაშვილის ახლობელი.
,,კვირა”
dle
loading...
5-12-2017, 18:50
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები