Image

„საავადმყოფოში შევესწარი... დედას ვერ ურეკავდნენ, ვერ ვეტყვი, გაგიჟდებაო...„

image
loading...

მსახიობი გიგა ტაბიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქევყენებს:
"ქუთაისში მომხდარ, გუშინდელი ამბის მცირე მონაკვეთს შევესწარი. საავადმყოფოს მიმღებთან ვიდექი, რეანომობილი რომ შემოვარდა... კარებები გააღეს და გადმოცვივდნენ, ჩოჩქოლი ატყდა... ხმაური იყო, მაგრამ სასწრაფოს ექიმის ხმა გავიგონე, იძახდა "რატო იმეტებთ ესე ერთმანეთსო"... მანქანა შემოყვა, ავარიულები ქონდა ჩართული, კაცები გადმოვიდნენ და უმისამართოდ იკითხეს "რას შვება ბიჯოო?!". გადმოიყვანეს სასწრაფოდან, სახეზე არ დამინახავს, მაგრამ მიხვდებოდი რომ უგონოდ იყო. ნელა ნელა შეგროვდა ხალხი, ზოგი მანქანით მოვარდა, ზოგი ფეხით...
გადაუდებელ ოპერაციას უკეთებენო, ამბავი გამოიტანეს და გადავედით ლოდინის რეჟიმზე. ცოტა ხნით გავედი, როცა დავბრუნდი. ყველა დაბნეული იდგა, მესმის რატომაც, ძნელია განცდა იმის რომ ვერაფერს ცვლი და უძლური ხარ... ელოდებოდნენ ქალები რომლებიც ტიროდნენ, ვიღაც მოხუცი ქალი იძახდა "ოღონდ ეხლა გადამირჩინე ღმერთოო..." და პირობას გულში უდებდა ალბათ ჩუმად... სავარაუდოდ დედას ვერ ურეკავდნენ, "ვერ ვეტყვი, გაგიჟდებაო"... როგორც სიტუაციიდან ჩანდა, არ იმყოფება საქართველოში, სავარაუდოდ ემიგრაციაშია და ვინ იცის რა დაემართება როცა ამ ამბავს გაიგებს... ელოდებოდნენ პოლიციელებიც რომელთა უმეტესობამაც იცოდა რომ დაღუპული იყო, მაგრამ ალბათ შესაბამის მომენტს ელოდებოდნენ რომ ეთქვათ, არც გაემტყუვნებათ, ყველაფერს მისი დრო აქვს, რთულია და არავის უნდა ესეთი ინფორმაცია ცხელ გულზე "ახაროს" ადამიანს და ის უკანასკნელი იმედიც მოუკლას რამაც იქ მიიყვანა.
ველოდებოდით სხვა მიზეზით მისული ადამიანებიც, რომლებიც უბრალოდ თანამოზიარეები ვიყავით სიტუაციის... მერე წამოვედი და დღეს გავიგე, რომ თურმე ყველანი ველოდებოდით განაჩენს რომელიც გადმოყვანისას გამოტანილი ყოფილა უკვე...

არ დავიწყებ სიტუაციის გარკვევას, მით უმეტეს არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ორივე მეცოდება... დარწმუნებული ვარ სხვა დროს, დამნაშავეც და გარდაცვლილიც არ ისურვებდა მსგავს სიტუაციაში არც საკუთარი და არც ახლობელი ადამიანების ჩაყენებას. საჭიროა თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიზრუნოთ სიტუაციის გამოსასწორებლად და წინასწარ გავიაზროთ შედეგი რაც შეიძლება ჩვენმა საქციელმა გამოიწვიოს. მეტი სიყვარული და მოთმინება გვჭირდება მეგობრებო, ვერც ერთი კანონი და სისტემა ვერ გვასწავლის ამას, თუ თავად არ მოვისურვეთ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას",
dle
loading...
5-12-2017, 11:10
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები