Image

"მიმიფურთხებია თქვენნაირი ადამიანებისთვის...არც მანამდე გახსოვდათ სოლიდარობა"

image
loading...

მსახიობი რეზი ნასიძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად, 51-ე სკოლასთან გამართულ აქციას ეხმაურება.

როგორც ნასიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, სოლიდარობა ადამიანებმა მხოლოდ თავშეყრის მიზეზად არ უნდა გამოიყენონ და ის ყოველდღიურობად უნდა აქციონ.

"სოლიდარობა ყოველდღიური ცხოვრებით უნდა გამოუცხადოთ ერთმანეთს და არა თავშეყრის მიზეზად აქციოთ... მიმიფურთხებია თქვენნაირი ადამიანებისთვის, სოლიდარობას ამოფარებულები, ქუჩაში გასასვლელად და ხალხში გამოსაჩენად დილით მეეზოვეებს უფრო მეტი დასალაგებელი რომ დაუტოვეთ. არც მანამდე გახსოვდათ სოლიდარობა და არც ხვალიდან გემახსოვრებათ", - წერს ნასიძე.

1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვანთა შორის მომხდარი ჩხუბის დროს ორი მოზარდი გარდაიცვალა.

dle
loading...
4-12-2017, 18:12
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები