Image

16 წლის ლევანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

image
Загрузка...

51-ე სკოლასთან მომხდარ ჩხუბს ორი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლევანი ადგილზე გარდაიცვალა, დათო კი რეპუბლიკურ საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქმე ცხელ კვალზე გახსნე და 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით)", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. რაც შეეხება დათოს მკვლელს, სავარაუდოდ, როგორც გუშინ ამბობდნენ, ის მიმალვაშია.

dle
loading...
2-12-2017, 19:23
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები