Image

სასწრაფოდ!! სპეცოპერაციისას დაკავებული პირის ვინაობა ცნობილია ...

image
Загрузка...

თბილისში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა გახდა ცნობილი. როგორც "იმედს" სააპელაციო სასამართლოში განუცხადებს, ეს საედი დუდაევია და არა ჩეჩენი მებრძოლი სუხო დუდაევი, რომელიც 2010 წელს ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც მონაწილეობდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დაკავებული სუხო დუდაევი იყო.

სააპელაციო სასამართლოში სპეცოპერაციისას დაკავებულის საქმეს მოსამართლე გიორგი მიროტაძე განიხილავს. მოსამართლე მიროტაძეს საქმის განსახილველად 72 საათიანი ვადა აქვს. ზუსტი დრო, როდის შედგება სააპელაციო სასამართლოში პროცესი უცნობია.

"განაცხადი 20 წუთის წინ შემოვიდა და საქმე დაეწერა მოსამართლე მიროტაძეს განსახილველად. დიდი ალბათობით პროცესი დღეს ვერ გაიმართება"- განუცხადეს "იმედს" სააპელაციო სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. საქალაქოს გადაწყვეტილებით, სპეცოპერაციისას დაკავებული პატიმრობაში რჩება.

24 ნოემბერს, თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21-22 ნოემბერს მიმდინარე სპეცოპერაციის დაკავებულ პირს, ბრალი პროკურატურამ 23 ნოემბერს წაუყენა.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

dle
loading...
27-11-2017, 15:40
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები