Image

როგორი ამინდია უახლოეს დღეებში მოსალოდნელი!!

image
Загрузка...

უახლოეს დღეებში, შაბათ-კვირა და ორშაბათის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ "პრაიმტაიმს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისივე თქმით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულებით ქარი. მოსალოდნელია 20-25 გრადუსი დაბლობ რაიონებში, მთებში 14-19 გრადუსი, რაიონებში 11-16 გრადუსი სითბო.

რაც შეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალ ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. 19-20 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი. ხვალ ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 10-15 გრადუსამდე იქნება. 21 ნოემბრამდე, ბარში 15-10 გრადუსამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია, მთიან რაიონებში 10-15 გრადუსი და მაღალმთიან რაიონებში 9-14 გრადუსამდე.

ხვალ, დედაქალაქში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი, რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას 14 გრადუსი იქნება . კვირას და ორშაბათს უმეტესად უნალექო ამინდისა მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა 17-დან 19 გრადუსამდე მოიმატებს.

dle
loading...
17-11-2017, 20:47
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები