Image

“ხარაგაულიდან კიცხში მივდიოდი მანქანით, გზისპირას მდგარ ბაბუს გავუჩერე..”

image
loading...

“ხარაგაულიდან კიცხში მივდიოდი მანქანით და ვინაიდან ამ გზაზე ტრანსპორტი იშვიათად დადის, გზისპირას მდგარ ბაბუს გავუჩერე, დაბრძანდით წაგიყვანთთქო.
ძალიან კი იუარა, მაგრამ იმერულივე სიჯიუტით თავი გავიგიჟე, უნდა წაგიყვანოთთქო. დაჯდა მორიდებულად.

დავქოქე, წამოვედით და სადღაც 200 მეტრში მეუბნება აქანა გამიჩერე ბაბუაო, თან ისე რო არც კი უკითხავს ვისი გოგო ხარო.

ვა, მეთქი ასე ახლოს მიდიოდითქო?

ბაბუა, ხათრი ვერ გაგიტეხე, თორე არსად არ მივდიოდი, ძროხას ველოდებოდი ჭიშკართანო.”

dle
loading...
17-11-2017, 11:09
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები