Image

„ვაიძულებდი კიდეც თავს, ლიკასთვის როგორმე გამეგო...“ - რას ჰყვება ლიკა ქავჟარაძის ყოფილი ქმარი და როგორ იხსენებს მსახიობთან ურთიერთობის წლებს

image
Загрузка...

სად და როგორ გაიცნო ლიკა ქავჟარაძე და რას ფიქრობდა მასზე როგორც მსახიობზე. ჟურნალს ,,სარკის“ არქივში ინახებალიკა ქავჟარაძის და მისი პირველი მეუღლის 2000 წელს ჩაწერილი ინტერვიუ. ,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ მცირე ამონარიდს:
სანდრო თაქთაქიშვილი:

ლიკა პირველად ბათუმში დავინახე ახლოდან და მაშინვე შემიყვარდა… მერე ერთმანეთი ჩემს ამხანაგთან და ლიკას ნათესავ დევი ხეჩინაშვილთან გავიცანით... შეყვარებულებს ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ისეთივე, როგორიც სხვა ყველა შეყვარებულ წყვილს აქვს ხოლმე. ჩვენი ეს ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა, მერე კი დავქორწინდით... ლიკა საკმაოდ მშვიდი გოგონა იყო.

"ნატვრის ხის" შემდეგ მარიტა ბევრს უყვარდა. მარიტა მეც ძალიან მიყვარდა. რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი, როცა ვუყურებდი.

... იმედიც არ მქონია მაინცდამაინც და არც კი მჯეროდა, რომ ლიკა ჩემი ცოლი გახდებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მასაც გაუჩნდა მერე გარკვეული გრძნობა ჩემ მიმართ...

...ვიტყოდი, რომ ლიკა კი არ განსხვავდება მარიტასგან, რაღაცით ჰგვანან კიდეც ერთმანეთს. რაღაც საერთოა მათ ხასიათში. ურთიერთობებში ლიკაც ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც მარიტა, ისეთივე თბილი და სათუთი.

არა მგონია, ოჯახს რაიმეში ხელი შეეშალა ლიკასთვის. პირიქით, როცა ჩვენი შვილი დაიბადა, მაშინაც დადიოდა გადაღებებზე... ლიკას ჩემი მხრიდან შეზღუდვა არ ჰქონია, თუმცა იყო გარკვეული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ლიკას ვეუბნებოდი, რომ თავი დაენებებინა გადაღებებისთვის.

მიუხედავად ჩემი დაჟინებული სურვილისა და მოთხოვნისა, ლიკა თავს მაინც არ ანებებდა. როგორც ჩანს, მას კინო ძალიან უყვარდა. ის პერიოდი, ვიტყოდი, რაღაც გაურკვეველ სირთულეებთანაც იყო დაკავშირებული, მაგრამ მერე, დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ ვცდებოდი და შემდგომ მოვუწონე კიდეც თავისი რომ გაიტანა...

ლიკას ძალიან დიდი ხნით უწევდა წასვლა, ოჯახის, ბავშვის დატოვება და ა. შ. მეც ძალიან ბევრს დავდიოდი, ამიტომ მაინც ვცდილობდი და ვაიძულებდი კიდეც თავს, ლიკასთვის როგორმე გამეგო. ეჭვიანი არასოდეს ვყოფილვარ, ლიკაზე ოდნავ ცუდად არც კი გამიფიქრებია არასოდეს... ლიკა ლამაზი ქალია, ლამაზი ქალი კი ყოველთვის ვიღაცას მოსწონს, ეს სავსებით ბუნებრივი რამაა.

ლიკა ქავჟარაძე:

მე და სანდროს ახლობლური და თბილი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ჩვენი სიყვარულიც უფრო ლაღი იყო და უფრო თავისუფალი ფორმალური რაღაცებისგან... თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი თაყვანისმცემელი სულაც არ მყოლია, თუმცა ისიც შეიძლება, რომ არ ვაქცევდი ყურდღებას. სანდროზე იმიტომ შევაჩერე არჩევანი, რომ ალბათ ყველაზე უფრო ყურადღებიანი, ჭკვიანი და განათლებული იყო, რაღაცით მავსებდა.

ხშირად ყოფილა, რომ მიწვევა მქონია, მაგრამ უარი მითქვამს იმის გამო, რომ დიდი ხნით მომიწევდა სახლიდან გასვლა და ვიცოდი, არ გამიშვებდნენ, ვთვლი, რომ ოჯახი მართლაც მძიმე ჯვარია მსახიობისთვის.

იყო ისეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემსა და სანდროს შორის ურთიერთობა ცოტათი დაიძაბა და არ ვიყავი კარგად. სწორედ მაშინ იმდენი შემოთავაზება იყო, ისეთი მოზღვავება ამ მიწვევების, რომ უკვე აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი. საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ არც ერთ მიწვევას დავთანხმდი და არჩევანი ოჯახსა და სანდროზე გავაკეთე.

მე სანდროს მიმართ ყოველთვის ვეჭვიანობდი. საერთოდ ბავშვობიდან ეჭვიანი ვარ. ეს ალბათ ჩემი ბუნებიდანაცაა გამომდინარე".

ვრცლად ჟურნალ "სარკის" ოთხშაბათის ნომერში
dle
loading...
16-11-2017, 23:36
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები