Image

„თავის დროზე ვერ შევძელი, დედა და შვილი მიმეტოვებინა. ახლა სადღა წავალ...” - ლიკა ქავჟარაძის უკანასკნელი ინტერვიუ

image
loading...



ქართული კინოს მშვენება, მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.


ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი უსრულდებოდა. ამ ცოტა ხნის წინ „კვირის პალიტრამ“ მსახიობთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც, სამწუხაროდ, უკანასკნელი გამოდგა. გთავაზობთ ინტერვიუს:
"ქუჩაში რომ გავივლი, ხშირად მესმის: "ლიკაა... ლიკაა..." - ექსკლუზივი

- ცხრა წელი გავიდა, რაც ალექსანდრეს ბებია გავხდი. ხუთი წელია ამერიკაში ცხოვრობენ. ძალიან მენატრებიან. სკაიპით ველაპარაკები ხოლმე.

- შვილიშვილს თქვენ გამსგავსებენ...
- კი, თვალებით... ბებია ვარ, რა არის ამაში გასაკვირი?! ალექსანდრე
ძალიან ცნობისმოყვარე ბიჭია. ბევრ კითხვას სვამს და პასუხს
ღრუბელივით იწოვს. ძალიან ბავშვურია - ცელქობს, დარბის... ამერიკაში ბაბუა ჰყავს - ჩემი ყოფილი მეუღლე ფიზიკოსია. ის წიგნებს უკითხავს, კოსმოსზე ესაუბრება, ჩემთან კი ხელოვნებაზე უყვარს საუბარი. კარგადაც ხატავს. ჩემს რჩევებს ჭკვიანური გამომეტყველებით ისმენს...

- ბებიას გეძახით?
- მე მინდა, რომ ბებიკო დამიძახოს... ჩემი შვილიც ლიკას მეძახის, არადა, მირჩევნია, დედიკო, დედა დამიძახოს. ასე უფრო სიახლოვეს განვიცდით, მაგრამ ახლა სახელით მიმართვაა მოდაში - ვითომ მეგობარი ხარ. მეგობრებიც ვართ, მაგრამ... მე დედაჩემს დედას ვეძახდი.

dle

Загрузка...
loading...
12-10-2017, 13:15
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები