Image

ლევან უჩანეიშვილი: „ჩემო ლიკა მაპატიე...საქართველოს აპატიე, რომ დაგივიწყეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!"

image
loading...

ლევან უჩანეიშვილი: „ჩემო ლიკა მაპატიე...საქართველოს აპატიე, რომ დაგივიწყეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!"

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ემოციური წერილით ეხმაურება მსახიობი ლევან უჩანეიშვილი.

„ჩემო ლიკა მაპატიე... ყველას აპატიე... საქართველოს აპატიე... ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!

გვაპატიე, რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ, შენს საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ!

შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ , არავინ არ ყოფილა. შენი სილამაზის ღირსი საქართველოც კი არ ყოფილა! შენი ცხოვრებაც ტრაგიკული ფილმივით ყოფილა!...

გვაპატიე! რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება სამწუხაროდ არ ასრულდა...

გვაპატიე! რომ შენი ცხოვრებაც შეწყვეტილი ფილმივით დასრულდა...

გვაპატიე!

ჩემი ბრალიც არი!

ყველას ბრალი არი!

საქართველოს ბრალი არი!

გვაპატიე, რომ მე , ყველას, საქართველოს უთხარი უარი... დაგვიტოვე დარდი, სევდა, ცრემლ, სიცივე და ქარი... ყველასათვის ჩარაზული კარი....

ჩემო ლიკა, მაპატიე...

ყველას აპატიე

საქართველოს აპატიე...

შეხვედრამდე."

შეგახსენებთ, გუშინ, ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მსახიობს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა.

ლევან უჩანეიშვილი: „ჩემო ლიკა მაპატიე...საქართველოს აპატიე, რომ დაგივიწყეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!"

ლევან უჩანეიშვილი: „ჩემო ლიკა მაპატიე...საქართველოს აპატიე, რომ დაგივიწყეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!"
dle
loading...
12-10-2017, 12:33
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები